28 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემპიონატი- “სტუ-ის თასი 2023” ჩატარდა, რომელსაც უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი ესწრებოდა.
უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარებული ჩემპიონატი სპორტის შვიდ სხვადასხვა სახეობაში ჩატარდა: ქუჩის ფეხბურთი; დარცი; ნარდი; ჭადრაკი; მაგიდის ტენის; მკლავჭიდი და ქორნჰოლი.
“სტუ-ის თასი 2023” სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებმა მოიპოვეს, რადგან ტურნირის ყველაზე მეტ სპორტის სახეობაში სწორედ მათ გაიმარჯვეს.
ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ტურნირში მონაწილე სტუდენტებმა ლოკაცია შპს „თბილსერვის“ ჯგუფის წარმომადგენლებთან ერთად დაასუფთავეს.
