სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამა იწყება

Read Time:52 Second

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსება სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სოციალური ქულა 150 000 და ნაკლებია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება N536-ის შესაბამისად განხორციელდება, – ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დადგენილების მოქმედება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა.

დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 70 000 და ნაკლებია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება.

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტმა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. N7) 14 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);

ე) სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას);

ვ) რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მარინა ეზუგბაია: იმერეთსა და სამეგრელოში მკვეთრი მატება არ არის, ყველაზე საყურადღებო ახლა აჭარაა. სიტუაცია კონტროლირებადია თბილისშიც
Next post ალექსანდრე მოწერელია ჩხოროწყუელ მასწავლებლებს შეხვდა