სამშაბათი, აპრილი 7, 2026

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კორტების სპეცოპერაციის“ საქმეზე მსჯავრდებული პირების მიმართ ეროვნული სასამართლო პროცესები სამართლიანად ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.

„დღეს ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა. მომჩივნები არიან ირაკლი ფირცხალავა (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე) და გიორგი ცააძე (სპეცოპერაციის დროს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს უფროსის მოადგილე).

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 50 მაშინდელი თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. საქმეზე პირველადი გამოძიება, რომელიც 2006 წლის მაისში დაიწყო, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფონზე წარიმართა და საბოლოოდ 2007 წლის აპრილში შეწყდა.

საქმის ხელახალი გამოძიება 2012 წლის დეკემბერში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით არაერთი ყოფილი პოლიციელი მიეცა პასუხისგებაში, მათ შორის, მომჩივნები. ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე დამნაშავედ იქნენ ცნობილი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) ფარგლებში მომჩივნები აცხადებდნენ, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ბრალდების შვიდი მოწმის (რომლებიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთად იყვნენ მოთავსებული საკანში) ჩვენება მათ წინააღმდეგ, როგორც მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეზე. პირველი მომჩივნის დავის საგანს წარმოადგენდა, აგრეთვე, დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დასწრების უზრუნველყოფისა და მათი დაკითხვის შეუძლებლობა.

ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაადგინა, რომ ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება. კერძოდ, მომჩივანთა მიერ სადავოდ გამხდარი ჩვენებები არ წარმოადგენდა მათი მსჯავრდებისთვის ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას. დამატებით, საქმეში არსებობდა მტკიცებულებათა კომპლექსური ერთობლიობა, მათ შორის, დამოუკიდებელ თვითმხილველთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებდა მომჩივანთა ბრალეულობას.

სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მტკიცებულებები ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ ირაკლი ფირცხალავა ხელმძღვანელობდა „კორტების სპეცოპერაციას“. სტრასბურგის სასამართლოს მითითებით, ეროვნული სასამართლოების დასკვნა, რომლის თანახმადაც, ირაკლი ფირცხალავამ დაგეგმა და განახორციელა სპეცოპერაცია შურისძიების მიზნით, დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით და სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა ეროვნული სასამართლოების პოზიცია, რომ სროლა არ ყოფილა პროვოცირებული ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის (მსხვერპლები) მიერ და მათი მანქანიდან გასროლა მომჩივნების მისამართით არ მომხდარა, რაც დასტურდებოდა დამოუკიდებელი თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებითა და სხვა მრავალი მტკიცებულებით.

კერძოდ, ერთ-ერთმა თვითმხილველმა დაადასტურა, რომ პირველი მომჩივანი (ირაკლი ფირცხალავა) ისროდა იარაღს მსხვერპლების მანქანის მიმართულებით. რაც შეეხება მეორე მომჩივნის (გიორგი ცააძის) ქმედებებს, ორი თვითმხილველის მიერ დადასტურდა, რომ იგი მიუახლოვდა ზურაბ ვაზაგაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა საკონტროლო გასროლები მათი მოკვლის მიზნით. ამასთან, ის ფაქტი, რომ მეორე მომჩივნის მიერ განხორციელებულ საკონტროლო გასროლამდე ორივე მსხვერპლი იყო ცოცხალი, თვითმხილველის ჩვენებასთან ერთად დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზითაც.

ევროპულმა სასამართლომ, აგრეთვე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია და დაუშვებლად ცნო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც უკავშირდებოდა დაცვის მხარის მოწმეების სხდომაზე დაკითხვის უზრუნველყოფის საკითხს. სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პირველ მომჩივანს ეროვნულ დონეზე არ ამოუწურავს სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და მას აღნიშნული პრეტენზიით არ მიუმართავს საქართველოს უზენაესი სასამართლოსთვის.

მითითებული გარემოებების მხედველობაში მიღებით სტრასბურგის სასამართლომ დაასკვნა, რომ სისხლის სამართლის პროცესი მომჩივნებთან დაკავშირებით იყო სამართლიანი და არ დარღვეულა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი განხილვის უფლება.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება – „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას, ვინაიდან 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც, სხვებს შორის, ზურაბ ვაზაგაშვილის სიკვდილი გამოიწვია, არ იყო პროპორციული და აუცილებელი“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტროპარი და კონდაკი, რომელიც დიდ ოთხშაბათს იკითხება

დღეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქნოდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს ვასრულებთ. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.დღეს იკითხება:ტროპარი:აჰა ესე სიძე მოვალს შუარამესა და ნეტარ არს მონაი იგი, რომელი იპოვოს მღვიძარე, ხოლო ვაი არს მონისა მის, რომელი იპოვოს უდებებით; იხილე სულო ჩემო და ნუ გრულის ძილისათვის, რაითა არა გამოვარდე სასუფევლისაგან, არამედ აღისთუე სუაღამესა და ხმობდი: წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, რმერთო ჩუენო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩუენ.კონდაკი:ვსცოდე უმეტეს მეძავისა მის, სახიერ, არა მაქუს ცრემლთა ნაკადული შეწირვად შენდა, არამედ დუმილით შეგივრდები და სურვილით ამბორს უყოფ ფერხთა შენთა, და გევედრები: მოტევებაი ცოდვათა მომანიჭე, ვითარცა მეუფემან, და ბიწთა საქმეთა ჩუენთაგან განმათავისუფლე, ვითარცა მაცხოვარმან.

რომის პაპი – იყო მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ, ეს ნამდვილად მიუღებელია

რომის პაპმა, ლეო XIV-მ ირანული ცივილიზაციის განადგურების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მუქარას მიუღებელი უწოდა.მისი თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი თავდასხმა საერთაშორისო სამართალს არღვევს.„როგორც ყველამ ვიცით, იყო ასეთი მუქარა ირანის მთელი ხალხის წინააღმდეგ. ეს ნამდვილად მიუღებელია“, – განაცხადა რომის პაპმა.ამასთან, ლეო XIV-მ „ამერიკელებს და სხვა კეთილი ნების მქონე ადამიანებს“ მოუწოდა, დაუკავშირდნენ თავიანთ პოლიტიკურ ლიდერებსა და კონგრესის წარმომადგენლებს, რათა მოსთხოვონ ომის უარყოფა და მშვიდობისთვის მუშაობა.ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „მთელი ცივილიზაცია დაიღუპება ამაღამ და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ ალბათ მოხდება“.

მიხეილ სააკაშვილი – მეკითხებიან, როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე, შემხვდა ჟვანიას ძველი გუნდი, მომთხოვეს თანამდებობაზე მისი დანიშვნა და დავთანხმდი – ეგ გიენა გუშინ ჩემზე...

მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი პრემიერის პოსტზე - შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ყოველთვის ითვალისწინებდა თანაგუნდელების აზრს.„მეკითხებიან, თუ როგორ აღმოჩნდა ნოღაიდელი, რომელიც მუშაობდა შევარდნაძის ფინანსთა მინისტრად, პრემიერის პოსტზე.გპასუხობთ - ეგ იყო პრემიერ ჟვანიას ძველი მეგობარი და ზურამ თავის ფინანსთა მინისტრად დანიშნა (მე არ ვერეოდი ეკონომიკური ბლოკის საკადრო საკითხებში), ჩვენ პრაქტიკულად კოალიციური ხელისუფლება ვიყავით და კოლექტიურად ვმართავდით.ზურას გარდაცვალების შემდეგ, მე ვაპირებდი პრემიერად, რუსეთში ჩვენი მაშინდელი ელჩის, ვალერი ჩეჩელაშვილის დანიშვნას. ის ჩამოვიყვანე მოსკოვიდან და წარვუდგინე ჩვენს გუნდს, მინისტრების და პარლამენტარების ჩათვლით.თუმცა ამის შემდეგ ცალკე შემხვდა ზურაბ ჟვანიას ძველი გუნდი და მომთხოვეს თანამდებობაზე მათი წარმომადგენლის, კერძოდ ნოღაიდელის დანიშვნა და მე დავთანხმდი, ვინაიდან, მიუხედავად ვიღაც იდიოტების აზრისა დღეს, მე თითქმის ყოველთვის ვუსმენდი და ვითვალისწინებდი სხვების აზრს, ეგაა და ეგ.ისე ეგ გიენა გუშინ ჩემზე რომ იწევდა, რამ შეუშალა ნეტა ხელი, ათი ბადრაგი რომ მაკავებდა იმ პირობებში“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ვიქტორ ორბანი – ძვირფასო დონალდ ტუსკ, მე ვესაუბრე პუტინს ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების შესახებ, თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობისთვის?

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებას პასუხობს.როგორც ორბანი აღნიშნავს, ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მართლაც ესაუბრა და მასთან ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების საკითხები განიხილა.„ძვირფასო დონალდ ტუსკ, ეს სიმართლეა. მე ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს ომის დასრულებისა და ბუდაპეშტში აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტის ორგანიზების შესახებ. თქვენ რა გააკეთეთ მშვიდობისთვის?“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.მანამდე, როგორც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ ყველა საკითხში მის განკარგულებაშია.„ორბანმა პუტინს განუცხადა, რომ ყველა საკითხში მის სამსახურშია. კაროლ ნავროცკი, იაროსლავ კაჩინსკი, თქვენც უჭერთ ამაში ორბანს მხარს?“, – დაწერა ტუსკმა სოციალურ ქსელში. 

თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა არის ცივილიზაცია…ირანული „ცივილიზაცია“ ყველგან არის-ის ღრმად არის ფესვგადგმული კულტურებში, ტრადიციებში და მისი ხალხის გულებში – მათ შთამომავლობაშიც კი-ალი მოუჯანი

,,თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, რა არის ცივილიზაცია. მათ, ვინც მისი განადგურება სცადა, სავალალოდ მარცხი განიცადეს. „ცივილიზაცია“ ვერ განადგურდება. ის ღრმად არის ფესვგადგმული კულტურებში, ტრადიციებში და მისი ხალხის გულებში — მათ შთამომავლობაშიც კი. „ცივილიზაცია“ თავის კვალს მთელ მსოფლიოში ტოვებს. მას ხედავთ ლიტერატურაში, მეცნიერებაში და სამართალში. „ცივილიზაციას“ ხედავთ ბუნებაშიც — ცხოველებში, ხეებში, ყვავილებში, ფერებსა და სახელებში. სწორედ ეს ხდის მას ცივილიზაციად. თქვენ ვერ წაშლით „ცივილიზაციას“, და მით უმეტეს ვერ წაშლით ირანულ ცივილიზაციას. ირანული ცივილიზაცია ყველგან არის თქვენს გარშემო. ის მოიცავს პერიოდს კიროსის ცილინდრიდან, რომელმაც რელიგიური თავისუფლება და რასობრივი თანასწორობა დაამკვიდრა, სატრაპიულ სისტემამდე, რომელმაც შექმნა პირველი მასშტაბური ცენტრალიზებული ბიუროკრატია. ის აგრძელებს არსებობას ჩაფარ-ხანეში — საფოსტო სისტემაში, რომელმაც ჩამოაყალიბა განვითარებული საკურიერო ქსელი სარელეო სადგურებით — და ქანათებში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ წყლის მართვის სისტემაში. ირანული „ცივილიზაცია“ ყველგან არის. მას ხედავთ მათემატიკაში — ალ-ხვარიზმის ალგებრაში; მედიცინაში — ავიცენას მიერ დაწერილ „მედიცინის კანონში“; ასევე ძველი ობსერვატორიების, აფთიაქებისა და ლაბორატორიების მემკვიდრეობაში. მას ხედავთ რუმის, ჰაფეზის, საადის და ათასობით სხვა პოეტის ლექსებში. მას ხედავთ ალ-ღაზალის, ალ-ფარაბის და მირდამადის ფილოსოფიაში. მას ხედავთ არქიტექტურაში, მუსიკაში, თეატრში და ისეთ თამაშებშიც კი, როგორიცაა პოლო (ჩოგანი) და ნარდი. ირანულ ცივილიზაციას ხედავთ რელიგიაშიც — ზოროასტრიზმში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი მონოთეისტური რელიგიაა და რომელმაც შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორიცაა სამოთხე და ჯოჯოხეთი, ეშმაკი და თავისუფალი ნება. ამ ცხოვრების მიღმაც კი, ირანულ ცივილიზაციას ხედავთ თავად „სამოთხის“ კონცეფციაში. ეს სიტყვა მომდინარეობს ძველი სპარსული pairidaeza-დან და აღნიშნავს სპარსულ ბაღებს — დიზაინს, რომელიც „დედამიწაზე სამოთხედ“ იყო გააზრებული, როგორც ეს სპარსელებმა ათასობით წლის წინ წარმოიდგინეს. ირანის გარეშე არ არსებობს სამოთხე — არსებობს მხოლოდ ჯოჯოხეთი''-სეიედ ალი მოუჯანი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში წერს სოციალურ მედიაში.

ბოლო სიახლეები