ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევამ წარმატების ადრეული ნიშნები აჩვენა.
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს, კერძოდ შვიდი პატარა ქალაქი და სოფელი რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლეს.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს [კონტრ]შეტევა იქნება სისხლიანი და რთული. რუსებს ჰქონდათ დრო პოზიციების გასაძლიერებლად. საკმაოდ მძიმე თავდაცვითი ხაზებია და მათი გარღვევა რთული ამოცანაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
