სტოლტენბერგი: რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ 2014 წელს არ დაწყებულა, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო

Read Time:48 Second

რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ 2014 წელს არ დაწყებულა, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„უკეთესი, მეგობრული ურთიერთობა [რუსეთთან] ვერ შედგა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო. მათ სურთ აღადგინონ გავლენის სფეროები მეზობლების გასაკონტროლებლად და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბევრ მეზობელს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსა და ვარშავის პაქტის წევრებს, არ ექნებათ დამოუკიდებლობა. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებლობა“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო საქართველოსთან მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს და ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში დაეხმარა.

„ჩვენ [ნატოს] მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ გავაძლიეროთ ის, რასაც ვაკეთებთ ზღვარზე მყოფი ქვეყნებისთვის. საქართველო [ამის] ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაგალითია. ამას რომ ვამბობ, ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეესაბამებოდეს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რომელის ყველას გვჯერა. და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებასა და ორგანიზებას“, – განაცხადა მან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ელენე ხოშტარია: ივანიშვილი სულ რომ ყირაზე დადგეს და მთელი თავის ქონება შესწიროს იმის დამტკიცებას, რომ მე პრორუსი ვარ, მაინც არაფერი გამოუვა
Next post ზურავ ქადაგიძე: ეგ ქარიშხალი ჭიქაში იმას შეასხით, ვისთვისაც ქართველ ხალხზე ძალადობა, ქართული დროშების ფონზე 2011 წელს არაფერი იყო, ხოლო ახლა ატრიბუტიკის თემატური ცვლილება ისტერიაა