სტოლტენბერგი: როდესაც ჩემი სამშობლო, ნორვეგია ნატოს შეუერთდა, სტალინი ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდა – მხოლოდ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის შეუერთდებიან ალიანსს საქართველო და უკრაინა

Read Time:47 Second

მხოლოდ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ნატოს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს 67-ე საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

„რაც შეეხება ნატოს გაფართოებას და იმას, რომ ეს გაფართოება რუსეთის პროვოცირებას იწვევს, პირველ რიგში, ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი ის არის, რომ თითოეული სუვერენული სახელმწიფო უფლებამოსილია, თავად აირჩიოს თავისი გზა. სურს თუ არა, ამა თუ იმ ქვეყანას ნატოს წევრი გახდეს – ეს საკითხი კონკრეტულმა ქვეყანამ და ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ. რუსეთს ვეტოს უფლება არ აქვს. რუსეთმა არასდროს არ უნდა მიიღოს ვეტოს უფლება, ვინაიდან სუვერენული სახელმწიფოს უფლებაა, თავისი მომავალი განსაზღვროს. რუსეთი ყოველთვის ამბობს, რომ ნატოს გაფართოება პროვოკაციაა. როდესაც ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი ნატოს შეუერთდნენ, რუსეთი ამბობდა, რომ ეს პროვოკაცია იყო. იგივე ეხება ჩემს სამშობლოს, ნორვეგიას. როდესაც ნორვეგია ნატოს შეუერთდა, სტალინი ამას ძალიან ეწინააღმდეგებოდა. ასე რომ, მხოლოდ ნატოს მოკავშირეებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დააკმაყოფილებენ ასპირანტი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ნატოს სტანდარტებს და ალიანსს შეუერთდებიან“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას“
Next post ვახტანგ გომელაური ბათუმის ტრაგედიაზე: ჯოჯოხეთური ღამე იყო