სტოლტენბერგი: ნატოს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა

Read Time:21 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ომში უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა.

„ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფაა, რათა პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

„ნატოს ამოცანაა მხარი დაუჭიროს უკრაინას, როგორც ამას ნატოს მოკავშირეები და ნატო აკეთებენ უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მაგრამ ასევე თავიდან აიცილონ ამ ომის უკრაინის ფარგლებს გარეთ გავრცელება“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხატია დეკანოიძე: ლევან ბერძენიშვილზე რაც ხდება არის ორგანიზებული და წახალისებული ხელისუფლების მიერ
Next post დღეს გივი ბერიკაშვილის დაბადების დღეა. ის 90 წლის გახდებოდა.