სტოლტენბერგი მაკრონს – ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი, ნატო არის აქტიური!

Read Time:34 Second

ნატო არის ძლიერი, ნატო არის მოქნილი და ნატო არის აქტიური. ეს არის ჩემი მესიჯი პრეზიდენტ მაკრონისადმი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ლონდონის სამიტის დაწყებამდე BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი. როგორც წესი, ჩვენ ვთანხმდებით ხოლმე, მაგრამ ხანდახან ამას ვერ ვახერხებთ, ისე როგორც სირიის საკითხთან დაკავშირებით მოხდა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ შეგვექმნა ყველაზე დიდი და ძლიერი კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაცია. ნატო იცვლება მსოფლიოს ცვლილებასთან ერთად“, – განაცხადა რასმუსენმა.

ნატოს ლონდონის სამიტი, დღეს და ხვალ გაიმართება. მსოფლიო ლიდერები ბრიტანეთის დედაქალაქში უკვე ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა 7 ნოემბერს ნატოს ტვინის სიკვდილისა და ევროპის უფსკრულის პირას ყოფნის შესახებ განაცხადა, რასაც ევროპელი ლიდერების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბადრი ჯაფარიძე: პროკურატურა პროვატიზირებულია ივანიშვილის მიერ
Next post 2018-2019 სასწავლო წელს 12 000-ზე მეტმა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა