სტოლტენბერგი: ალიანსის ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოს მიწვევა სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა

Read Time:34 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერებთან შეხვედრაზე საქართველოს მიწვევა სოლიდარობისა და მჭიდრო პარტნიორობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

სტოლტგენბერგმა აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ნატოს მოკავშირეებმა გააძლიერონ მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინაშე დაუცველი პარტნიორების მიმართ.

„რუსეთი უკვე შეიჭრა საქარველოს ტერიტორიებზე. შესაბამისად, მე ველოდები, რომ მოკავშირეები შეთანხმდებიან კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს პრაქტიკულ პარტნიორობას, იმას, თუ როგორ ვმუშაობთ ერთად წვრთნების, შესაძლებლობების გაძლიერების, რეფორმების კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს უნარი, წინ აღუდგეს რუსეთის ინტერვენციას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს მადრიდის სამიტი 28-30 ივნისს გაიმართება და მასში ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.

ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში ორდღიან შეხვედრაზე იკრიბებიან. ღონისძიება მოიცავს სამუშაო ვახშამს, რომელზეც მოწვეულნი არიან ფინეთის, საქართველოს, შვედეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე – ყველაზე დიდი შეკრება შეიძლება, 24 ივნისის შემდეგ მოგვიწიოს, ამიტომ 16-ში ვისაც გინდათ, მიბრძანდით, 20-ში კი, ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე
Next post ირაკლი კობახიძე: როდესაც პრეზიდენტი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ „არგუმენტები არ დაგვრჩა“ და მხოლოდ „მცირე შანსი რჩება“, ანტისახელმწიფოებრივი რიტორიკის გაგრძელებაა