სტიქია ხულოში – ზვავმა და მეწყერმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

Read Time:35 Second

შსს განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ორი ადამიანი გარდაიცვალა ხულოში ზვავის ჩამოწოლის შედეგად, მათ შორის ერთი უმცროსი ინსპექტორია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორის თემურ ბარამიძის გარდაცვალების გამო.

თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა. ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთ ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post VIDEO: „კადრები გადაღებულია რამდენიმე წუთის წინ“ – ლენტეხში, ელექტრიკოსი ალექსანდრე ლიპარტელიანი ცდილობს მიუახლოვდეს დაზიანების ადგილს
Next post დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის ინიციატივას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნაზე და მიმართავს მას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება