სტამბოლის ბაშაქშეჰირის რაიონში მდებარე სკოლაში დანით თავდასხმის შედეგად ერთი მოსწავლე დაიღუპა და 7 დაშავდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი 2011 წელს დაბადებული მოსწავლე გოგონაა, რომელიც სტამბოლის ქიუჩიუქჩექმეჯეს რაიონის სკოლაში სწავლობს. სტამბოლის გუბერნატორმა დავუთ გიულმა განაცხადა, რომ გოგონა, რომელიც სკოლის მიმდებარე უბანში ცხოვრობს, სკოლაში სასკოლო ფორმით შევიდა და მოსწავლეებს დანით ჭრილობები მიაყენა.
სკოლის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელი დააკავეს და პოლიციას გადასცეს. მოგვიანებით იგი დააპატიმრეს.
თავდასხმის მოტივი, ამ დროისთვის, უცნობია.

