სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით წერილით მიმართავს

Read Time:1 Minute, 8 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით მიმართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

პატრიარქის წერილში ნათქვამია, რომ ზაზა გახელაძის პატიმრობა არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქს ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით

მის უწმინდესობას, კირილეს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს:

თქვენო უწმიდესობავ, მოგესალმებით პატივისცემით და გაწუხებთ შემდეგი საკითხის გამო: ჩვენ დახმარებისათვის მოგვმართეს ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა. კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები გახელაძე ზ.მ. გასული წლის ზაფხულში სანადიროდ იმყოფებოდა თავის სოფლის ახლოს, სხვილოს ისტორიული ციხისა და ცხინვალის რეგიონთან არსებული დროებითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაკავებული იქნა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრე სამხედრო-მოსამსახურეთა მიერ.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამჟამად იგი ცხინვალის იზოლატორშია და მისჯილი აქვს 12.5 (!) წელი. ეს არის მეტად მძიმე განსაცდელი როგორც პირადად მისთვის, ისე მისი მშობლების, მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილებისათვის.

მოგმართავთ თხოვნით, უშუამდგომლოთ გახელაძე ზ.მ-ს, რათა იგი პატიმრობიდან გაათავისუფლონ და ოჯახს დაუბრუნდეს. კარგად გვესმის, რომ ეს რთული საკითხია, მაგრამ გასათავალისწინებელია, რომ გახელაძე იქ გაუცნობიერებლად მოხვდა.

მისი გათავისუფლება იქნება სიხარულის მომტანი მთელი ქართველი ხალხისათვის, რომელიც გულითადად თანაუგრძნობს მას ამ გაუგებრობის გამო.

თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ადრეც არაერთხელ დაგვეხმარეთ მსგავს სიტუაციებში, რის გამოც კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და ვიმედოვნებთ, ამჟამადაც, თქვენი შესაძლებლობისამებრ, ყველაფერს გააკეთებთ.

აღვავლენთ ლოცვებს თქვენი კეთილდღეობისა და ღვთისათნო მსახურებაში განმტკიცებისათვის.

ქრისტესმიერი სიყვარულით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, – ნათქვამია საქართველოს პატრიარქის წერილში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქართული ხმების სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა
Next post კახა ბექაური: „ჩაკეტილი ბაზრის პირობებში კონკურენცია იზღუდება რაც ტელეკომის განვითარებას აფერხებს“