სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგი რურუასთან დაკავშირებული ინციდენტის ამსახველ ვიდაომასალას ავრცელებს

Read Time:47 Second
2020 წლის 2 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“ სალომე სამადაშვილმა და გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გამართეს ბრიფინგი, სადაც N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ძალადობა და თავდასხმა.” – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, მომხდარი ინციდენტის შესახებ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და დეტალურად არის მოყვანილი ინციდენტის შესაბამისი ფაქტები.
ვინაიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს მომხდარის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას, ნებისმიერი სახის პოლიტიკური სპეკულაციების სამომავლოდ თავიდან ასაცილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება, საჯარო გახადოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მომხდარი ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა. შეგახსენებთ, ფლიგელში, სადაც ინცინდენტი მოხდა, 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა პატიმრობის კოდექსის შესაბამისად მიმდინარეობს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ გამოძიების ფარგლებში ადვოკატის თანდასწრების გარეშე გამოკითხვაზე გიორგი რურუამ უარი განაცხადა, ხოლო მისმა ადვოკატმა საძაგლიშვილმა, რომელიც მედიის წინაშე განცხადებებს აკეთებს, გამოძიების ორგანოს შეთავაზებაზე, მისულიყო საპატიმროში და დასწრებოდა გამოკითხვის პროცესს, ასევე უარი განაცხადა მოუცლელობის გამო.

შესაბამისად მიმდინარეობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია მეზვრიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
Next post ანრი ოხანაშვილი: კრიმინალური ,,ნაციონალური მოძრაობა” ანადგურებს და ტყვეობაში ჰყავს ოპოზიცია!