სოფო ჯაფარიძე: „ოცნებისგან“ ისევ ვისმენთ მანიპულაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

Read Time:28 Second

ისევ და ისევ ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან მანიპულაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

„ამას ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ მისი მდგომარეობა როგორც გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს გაუმჯობესებულია, თითქოს უკეთესია, ეს არის ტყუილი. ნევროლოგიური სტატუსი არის უცვლელი, როგორც ომბუდსმენის კონსილიუმის წევრებმა განაცხადეს. ზოგადად ტენდენცია არის გაუარესების.
ჩვენ ისევ და ისევ ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან მანიპულაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ისინი ასრულებენ რუსეთის დაკვეთას, რომ რაც შეიძლება მეტად აწამონ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომ ამით პუტინმა დიდი სიამოვნება მიიღოს. ჩვენ ვუყურებთ ამ სურათს, რაც დაუშვებელია და ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ”- ამბობს ჯაფარიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანა ნაცვლიშვილი პაპუაშვილს: აბა რა, შალვა, ურემი რომ გადაბრუნდება, მერე უნდა დაველოდოთ „სულ რაღაც სამ საათში” თქვენს გაღვიძებას
Next post „იცანით? ალბათ ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო… ანასტასია 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას“ – რას წერს დავით ჯელაძე