სოფო ჯაფარიძე: დღეს აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას, აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში

Read Time:31 Second

დღეს ჩვენ აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას, აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ პარლამენტთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

„დღეს “ოცნების” დეპუტატები წერენ ღალატის ისტორიას. ჩვენ კი და აი ეს ადამიანები, ვწერთ თავისუფლების, გმირობის ისტორიას. დღეს ვხედავთ გამოხმაურებებს ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების, უამრავი ადამიანის. დღეს “ქართული ოცნება” რეალურად დარჩა მარტო. ეს არის ივანიშვილის კოშმარის რეალობად ქცევა, როდესაც ქართველი ხალხი ასეთი ერთიანია, ისეთი ერთ მუშტად შეკრულია, როგორიც არასოდეს. გუშინ ხედავდით როგორ დაუპირისპირდა პოლიცია ჩვენს ახალგაზრდებს. დღეს ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით, დღეს ჩვენ აუცილებლად დავწერთ თავისუფლების ისტორიას, აუცილებლად დავასრულებთ რუსეთს საქართველოში და დღეს აუცილებლად რუსეთი მარცხდება”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო და ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს
Next post თამარ ჩარკვიანი: დიახ, აუუუ რამდენი ვართ