„სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა.. სოფი დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის“ – საქართველოს მომავლის აკადემია

Read Time:28 Second

3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილებიდან კიდევ ერთი ადამიანია იდენტიფიცირებული – სოფო ყარალაშვილი.

სოფო ყარალაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მომავლის აკადემია და წერს, რომ სოფი დანაკლისია მთელი ქვეყნისთვის:

„საქართველოს მომავლის აკადემიის გუნდი დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული სოფი ყარალაშვილის გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და მეგობრებს.

სოფი ყარალაშვილი იყო ჩვენი დებატების ჩემპიონატის აქტიური და წარმატებული მონაწილე.

სოფი იყო განათლებული, ძლიერი, მიზანდასახული, საოცრად მოტივირებული და წარმატებული ახალგაზრდა. იგი გამოირჩეოდა კეთილმოსურნეობით, ყურადღებითა და თანადგომით სხვების მიმართ.

სოფი ყარალაშვილი დიდი დანაკლისია ჩვენი დებატების საზოგადოებისთვის და მთელი საქართველოსთვის“, – წერია საქართველოს მომავლის აკადემიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისში 15 წლის მოზარდი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
Next post საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს, რომელიც ბავშვთა უკანონო ვაჭრობით იყო დაკავებული