სოფიო ქაცარავა: რუსეთის უკანანო ქმედებები არღვევს საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს

Read Time:53 Second

დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ ირლანდიის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ორი ქვეყნის – ირლანდია-საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე და იმ ინსტრუმენტზე ისაუბრა, რაც ხელს უწყობს ამ პროცესს.

„საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ვიზის ლიბერალიზაცია მნიშვნელოვანია, ხოლო ევროპული პერსპექტივა საქართველოს მოქალაქეებისთვის კი ძალიან რეალური“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დელეგაციის ხელმძღვანელმა, გამოსვლისას, ხაზი გაუსვა მსოფლიო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს წვლილს და როგორც განაცხადა, ნატო-ში ინტეგრაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის, გატაცებების, დაპატიმრებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობასა და უკანანო ქმედებებზე, რაც მისი განცხადებით, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს არღვევს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა მშვიდობიანი გზებით მოახდინოს კონფლიქტის დარეგულირება.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა ჟენევის მოლაპარაკების მნიშვნელობას, ამ ფორმატის ეფექტურობის გაზრდას და პროცესში თანათავმჯდომარეების – გაეროს, ევროკავშირის, ეუთოს და აშშ-ის როლს.

„ოკუპირებული ტერიტორიების საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ერთსულოვნება და სოლიდარობა ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლალი მოროშკინა: აი, ახლა კარგად მომისმინეთ გენეტიკურო ხლამებო!!!!
Next post წლის პედიატრის რჩევები დედებს