სოფიო ქაცარავა – „მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას – The Telegraph

Read Time:45 Second
„მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას. საქართველოს მთავრობა გამეტებით მუშაობს ვირუსის დასაძლევად” – წერს The Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი სოფიო ქაცარავა.
როგორც ელჩი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოსთვის შემდეგი გამოწვევა იქნება შეზღუდვების მოხსნის გზებისა და დროის სწორი შერჩევა, ეკონომიკის შეძლებისდაგვარად სწრაფი, თუმცა უსაფრთხო ამუშავება.
„ახლა, როდესაც ლონდონში ვარ, თვალს გამუდმებით ვადევნებ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ფლორენს ნაითინგეილის სახელობის ცხელების ახალი ცენტრების მშენებლობისკენ მიმართულ ძალისხმევას და ბრიტანელი მედპერსონალის მიმართ საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერას. საქართველოს მთავრობაც თავგამეტებით მუშაობს ვირუსის დასაძლევად: ჩინეთიდან და სხვა ცხელი წერტილებიდან ფრენები ადრეულ ეტაპზე შეიზღუდა, ქართული საზოგადოება გაგებით მოეკიდა სახლში დარჩენის წესებს, გავრცელებაც შეკავებული იქნა და მრუდიც პლატოდ იქცა. დღემდე ახალი კორონავირუსით მხოლოდ ცხრა ადამიანი დაგვეღუპა საქართველოში. ბევრის სიცოცხლე შევინარჩუნეთ მთავრობის სწრაფი მოქმედების წყალობით. მცირე ზომის ქვეყნისთვის სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ევროკავშირი და შეერთებული შტატები აღიარებენ ჩვენს ქმედით და წარმატებულ ძალისხმევას“ – წერს სოფიო ქაცარავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post უკრაინის ყოფილი ვიცე – პრემიერი : მითია ის, რომ სააკაშვილი პუტინის მტერია, ვინაიდან სააკაშვილი პროფესიული დესტაბილიზატორია და თვით პუტინიც ვერ მოიფიქრებდა უკეთესს უკრაინის დასასუსტებლად
Next post საქართველოს მთავრობას სრულად აქვს გააზრებული ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანებაზე ნაკისრი ვალდებულება – სოფიო ქაცარავა – The Telegraph