სოზარ სუბარი: 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება

Read Time:32 Second

2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიტმა სოზარ სუბარმა ვარკეთილი მესამე მიკრორაიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

შეხვედრისას, მოსახლეობამ ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. მათი თქმით, ვარკეთილის განაშენიანება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნებისა და ბავშვებისთვის ატრაქციონის მოწყობის საშუალებას იძლევა.

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა. ,,ამ ეტაპზე 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან დავითაშვილმა და დავით ზალკალიანმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს
Next post „რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა