„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

Read Time:42 Second

ღვინის ეროვნული სააგენტოს 29 სექტემბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 207 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციით 213 მილიონი ლარი მიიღეს.

სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 ათასმა მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნიდან 146 ათასი ტონა რქაწითელი, 52 ათასი ტონა საფერავი, 3.6 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძნის გადამუშავების პროცესში 167 ღვინის საწარმო იყო ჩართული. მიმდინარე წელს, „კოვიდ-19“-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

ამასთან, შესყიდულ ერთ კილოგრამ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0.80 ლარს. ერთი კილოგრამი ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: ერთ კილოგრამ რქაწითელზე და ერთ კილოგრამ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება
Next post „ქართული ოცნების“ საარჩევნო სია პირველ ოქტომბერს გამოქვეყნდება