სოზარ სუბარი: ხელახალი არჩევნები არ იქნება

Read Time:25 Second

მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელახალი არჩევნები არ იქნება, თუმცა სხვა რამეებზე კომპრომისი ბუნებრივია, შესაძლებელია.

„რაც შეეხება მათ ულტიმატუმს, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს არც განიხილება. ხელახალი არჩევნები არ იქნება, თუმცა სხვა რამეებზე კომპრომისი ბუნებრივია, შესაძლებელია. საარჩევნო კოდექსის სრულყოფა შეიძლება დაუსრულებლად, ბუნებრივია, ასეთი წინადადებების განსახილველად მზად ვართ. რაც შეეხება მოლაპარაკების მესამე რაუნდს, მესამე რაუნდი სავარაუდოდ იქნება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან რატიანი: კორონავირუსის გავრცელების ჯაჭვის წყვეტის ერთადერთი გზა მკაცრი ჩაკეტვაა
Next post კახა კალაძე: არავის არცერთი საახალწლო ნათურა სახლში არ მიაქვს, ყველა ხარჯი, რაც ბიუჯეტმა გაიღო, ხმარდება თბილისს და მის იმიჯს