„ხალხის ძალის“ ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, რომელიმე პატიმრის მხრიდან შიმშილობის გამოცხადება მისი საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი ვერ გახდება, თუნდაც მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი იყოს.
„ინფორმაციაში, რომელიც მარიამ ჯიშკარიანის ფონდმა „ემპათიამ“ გაავრცელა, ნათლად დავინახეთ, რომ დაავადებების მთელი რიგი ჩამონათვალია, საიდანაც ორი დაავადება ფსიქიატრიული ტიპისაა, დანარჩენი ყველა კი – შიმშილობისგან გამოწვეული სინდრომი. შესაბამისად, თუკი მიხეილ სააკაშვილი დაემორჩილება ექიმებს და საკვებს მიიღებს, არანაირი მსგავსი სინდრომი აღარ დარჩება. შიმშილობა რომ გათავისუფლების ან უცხოეთში გადაყვანის საფუძველი იყოს, დამერწმუნეთ, არცერთი პატიმარი არ დარჩებოდა, რომელიც მცირეხნიან შიმშილობას ვერ აიტანდა“, – განაცხადა სუბარმა.