სოზარ სუბარი: სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა

Read Time:33 Second

ტარიელ ნაკაიძე არის მატყუარა, უღირსი ადამიანი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნაკაიძე ამბობს, რომ მას სოზარ სუბარმა თურქეთის აგენტი უწოდა.

„სიტყვა თურქეთი არ მიხსენებია, არცერთი თემა მუსლიმურ თემთან დაკავშირებული არ ყოფილა და ახლა ცდილობს ამას შეაფაროს თავი, რადგან თვითონ თავს ვერანაირად ვერ იმართლებს თავისი არაკაცური გამონათქვამების გამო და ცდილობს ისეთ სიბრტყეში გადაიტანოს, რომ მე კი არ დამესხნენ თავს, არამედ თავს დაესხნენ რელიგიას და საზოგადოების გარკვეულ ნაწილსო, რაც არის ტყუილი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

22 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „თავდაცვის კოდექსის“ პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა, ოპოზიციონერ დეპუტატებსა და „ხალხის ძალის“ წევრებს შორის სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ხიდაშელი-ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება ? არც პოლიტიკური პარტია
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში