სოზარ სუბარი: სამართლის აღსრულებაზე უარს ვერასდროს ვიტყვით

Read Time:58 Second

„მოლაპარაკებების რესურსი არსებობს, ამისთვის საჭიროა, ოპოზიციამ უარი თქვას ულტიმატუმებზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისია თუ დაამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა, იქნება ახალი არჩევნები, თუ არა – არ ჩატარდება. სოზარ სუბარის განცხადებით, ოპოზიციამაც კარგად იცის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ერთადერთი არგუმენტი, რასაც აფრიალებდნენ, სამართლიანი არჩევნების განცხადება იყო, რაც ტყუილი აღმოჩნდა.

„თუ ამას მიიღებენ რეალობად, კი ბატონო. თუ არა და, სამართალი ადრე თუ გვიან აღსრულდება, დარჩებიან ქუჩაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ვადამდელ არჩევნებზე არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება.

„ორი დღეა, ოპოზიციამ ისევ დაიწყო ლაპარაკი, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, ამავე დროს მოდიან და ძალადობენ პოლიციელების წინააღმდეგ, პარლამენტთან. ასე დიალოგი ვერ შედგება. კი ბატონო, მობრძანდნენ პარლამენტში მათი მანდატები შენარჩუნებულია, ერთის გარდა.

შეუძლიათ, განაგრძონ საპარლამენტო მუშაობა. პოლარიზაცია ის იქნებოდა, ისინი რომ ქუჩაში დაგვეტოვებინა, თუმცა არ დავტოვეთ. ამით გავაგზავნეთ მკაფიო სიგნალი“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება საერთაშორისო გამოხმაურებებს, სოზარ სუბარის თქმით, სამართლის აღსრულებაზე მმართველი გუნდი უარს ვერასდროს იტყვის.

„რიში და შაჰილი 2012 წელსაც მოგვიწოდებდნენ, რომ არ უნდა დაწყებულიყო საქმის გამოძიება სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის წინააღმდეგ. კობა დავითაშვილის ცემის შემკვეთი რომ უნდა დაისაჯოს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ამაზე უარს ვერ ვიტყოდით. ასევე ვერ ვიტყვით უარს ვერასდროს სამართლის აღსრულებაზე“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილმა დატოვა დიდი პოლიტიკური კაპიტალი გუნდის სახით, ამიტომ კრიზისის გადალახვა მყისიერად შევძელით
Next post Სტომატოლოგია, ლექტორობა, პანდემია, ხელოვნება-ირმა ხუჯაძის უცნობი მხარე