სოზარ სუბარი: სააკაშვილს სასამართლოზე მოუწევს ამტკიცოს, რატომ გააფრინა სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო თვითმფრინავი გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანა მასაჟისტი და კბენითი თერაპია ჩაეტარებინა

Read Time:1 Minute, 0 Second

სააკაშვილს სასამართლოზე მოუწევს ამტკიცოს, რატომ გააფრინა სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო თვითმფრინავი გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანა მასაჟისტი და კბენითი თერაპია ჩაეტარებინა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიღებული კანონია, რომ სასამართლოდან 20 მეტრიანი რადიუსი უნდა იყოს დაცული და ამის დაცვა მოუწევთ.

„რაც შეეხება სასამართლოზე დასწრებას, „ითხოვდე და მოგეცესო“ – ითხოვდა და მიეცა დასწრების უფლება და სასამართლოზე მოუწევს მას ამტკიცოს, რა მოხდა სინამდვილეში, როდესაც მან მისი და გიგი უგულავას გასახდომი პროცედურებისთვის 100 000 ლარზე მეტი გადაიხადა,, რა იყო ამაში კანონიერი და როგორ ახსნის ამას. სასამართლო პროცესზე, ხალხის წინაშე მოუწევს ამის მტკიცება. ასევე საზოგადოების წინაშე მოუწევს მტკიცება, რატომ დააფინანსა ბიუჯეტის ფულიდან მისი შვილის სწავლის საფასური. ხალხის წინაშე მოუწევს მტკიცება, რატომ გაფრინდა სახელმწიფოს თვითმფრინავით კერძო ვიზიტში, რატომ წაიყვანა მეგობრები და რატომ დაფარა სასტუმროს, რესტორნების და ა.შ ხარჯები სახელმწიფოს ფულით. მათ შორის იაფფასიანი სასტუმროს კი არა იყო, 18 000 აშშ დოლარი ღირდა ერთი ღამე. რამდენიმე ღამე იყო და რამდენიმე ქვეყანა მოიარა ასე. რატომ გააფრინა სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო თვითმფრინავი გერმანიაში იმისთვის, რომ ჩამოეყვანა მასაჟისტი და კბენითი თერაპია ჩაეტარებინა. ამ ყველაფრის მტკიცება მოუწევს სასამართლოზე და მერე ილაპარაკონ აქვს თუ არა მას დანაშაული ჩადენილი. 9 მილიონის ხარჯვაზეა საუბარი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: მინდა სააკაშვილს ავუხსნა – 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს
Next post მასაჩუსეტსში 30 დოლარად ნაყიდი ნახატი რენესანსის ეპოქის ორიგინალი ნამუშევარი აღმოჩნდა