სოზარ სუბარი: სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა რა ხდებოდა 7 ნოემბერს და ყველაფერი ვანო მერაბიშვილს გადააბრალა – შეუძლებელია, სააკაშვილის გარეშე ეს მომხდარიყო

Read Time:32 Second

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საერთოდ არ იცოდა, რა ხდებოდა 7 ნოემბერს და ყველაფერი ვანო მერაბიშვილს გადააბრალა – შეუძლებელია, სააკაშვილის გარეშე ეს მომხდარიყო, ჯარი არ ემორჩილებოდა ვანო მერაბიშვილს, სასჯელაღსრულების სპეცრაზმი არ ემორჩილებოდა ვანო მერაბიშვილს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„რას უნდა ველოდოთ მომავალ პროცესებზე?! – ველოდოთ, რომ მას არ უნდოდა თვითმფრინავი გაფრენილიყო სუშის ჩამოსატანად ჰოლანდიაში და ამას აძალებდა თავისი დაცვის უფროსი, რომ მას არ უნდოდა ჩამოეყვანათ გერმანიიდან მასაჟისტი ომის წაგებიდან ერთ კვირაში და ამას აკეთებდა თავისი დაცვის უფროსი. მას არ უნდოდა 18 ათასი დოლარი ყოფილიყო გადახდილი მის სასტუმროში, რომელიც კერძო ვიზიტით იყო ტაილანდში და ამას მის ნაცვლად აკეთებდა თავისი დაცვის უფროსი, თემურ ჯანაშია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – არ შეიძლება, ჩვენი პროევროპულობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს იმ ხალხმა, რომელიც საკუთარი საქმით ყველაფერს აკეთებდა რუსეთის სასარგებლოდ
Next post ირაკლი ზარქუა ოპოზიციას: პრემიერ-მინისტრი და მთავრობა სწორ პოლიტიკას ატარებენ და ეს აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე