სოზარ სუბარი: როცა სააკაშვილმა ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ

Read Time:48 Second

როცა სააკაშვილმა ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგნებულად არ ვამბობ სამშობლოს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სამშობლო უბრალოდ არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ ისაუბრა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ძირითადი მიზანი ქვეყნისთვის ზიანის მიყენებაა. „მიხეილ სააკაშვილისა და ზოგადად ოპოზიციის დიდი ნაწილის პოზიცია არის, რომ როგორმე ავნონ ქვეყანას ისე, რომ თვითონ ამ მავნებლობების ხარჯზე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. თუმცა, ვერ შეეჩვივნენ და გაითვალისწინეს ის, რომ ქართველმა ამომრჩეველმა საბოლოოდ უარი უთხრა ამ მავნებელ ძალას ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. მავნებელი, რომელმაც გაყიდა საქართველო, დაკარგა ქვეყნის 22%, შემდეგ გამოვიდა და გამოაცხადა, რომ არაფერი საქართველოს არ დაუკარგავს და ეს იყო რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილი, რომელსაც ფასიც კი არ ჰქონდა. შემდეგ წლების განმავლობაში ის აცხადებდა, რომ იყო უკრაინის მოქალაქე. მას საერთოდ არ აინტერესებს რა ხდება საქართველოში. ახლა კი, როცა მან ნახა, რომ აღარც უკრაინაში აქვს პოლიტიკური მომავალი, დაიწყო მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. შეგნებულად არ ვამბობ სამშობლოს, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც სამშობლო უბრალოდ არ აქვს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის მინისტრი: პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსით პატიმრების სრული რაოდენობის 1%-ია ინფიცირებული
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: გადაწყვეტილი გვაქვს, თავი შევიკავოთ ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან – მთავარი მოტივი არის ის, რომ დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება