ოთხშაბათი, სექტემბერი 16, 2026

სოზარ სუბარი – რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, საკუთარ ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი

სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, ის დამსახურებულად იხდის სასჯელს და უნდა მოიხადოს ბოლომდე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, „რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, მის ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის ირგვლივ არსებობს, ვიდრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა სცადოს“.

„სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე. ის დამსახურებულად იხდის სასჯელს და უნდა მოიხადოს ბოლომდე. არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ხოლო თუ პოლონეთს უნდა მაინც და მაინც ილაპარაკოს – ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არა, მაშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შევახსენებ, რაც პოლონეთში მთავრობის ცვლილების შემდეგ მოხდა, მსგავსი რამ არ მომხდარა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, როცა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დაიჭირა პოლიციამ, სასამართლოს წინაშეც წარადგინეს და ისინი იმყოფებიან პატიმრობაში. ბატონ სიკორსკის თუ უნდა ეს გამოცდილება გაგვიზიაროს, როგორც დემოკრატიის ახალი და დღემდე არნახული ფორმა, მზად ვართ მოვუსმინოთ – ეს ისე, რას თქმა უნდა, ამას არასერიოზულად ვამბობ. ბატონი სიკორსკი იყო ევროპარლამენტის წევრი, რომელზეც ძალიან ბევრი სტატია იბეჭდებოდა, რომ ის ყოველწლიურად დაახლოებით, 100 ათას ევროს იღებდა არაბული ქვეყნებიდან გარკვეული საქმეების ლობირებისთვის და ამის ასახვა დეკლარაციებში არ ხდებოდა. სჯობს, მან საკუთარ ქვეყანას მიხედოს და იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის მიმართ არსებობს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა სცადოს“, – განაცხადა სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლევან ხაბეიშვილი – აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ, შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ, მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, შემოდგომა დადგება, ასე და ისე ვიზამთო, დადგა სექტემბერი და...

სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ, რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტლაპოში, მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს. როდის დასვამთ კითხვას, ხალხს რა უნდა? როდის მიხვალთ ამ კითხვამდე? როდის მოიკრებთ გამბედაობას? როდის გამოხვალთ შეშინებულის, დამფრთხალის პოზიციიდან? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, შიშის ბრალია ყველაფერი – უმოძრაობა, უმოქმედობა, რაც ახლა ხდება.„გამბედაობა მოიკრიბეთ, თორემ კიდევ წლები გაატარებთ იმის რკვევაში, რა და როგორ სურს ივანიშვილს, ვის დაიჭერს და ვის დააწინაურებს.აზრზე მოდით. ბოდიში, მაგრამ აბსოლუტური უაზრობა და უბრალოდ ლაყბობაა, რაც ყოველდღიურად ტვ ეთერებში ხდება. რომ არა ტელევიზიების პროდიუსერები, საერთოდ გაქრებოდით და მიიღებდით „კლავიატურის ლომების“ ფორმას.გამოაშკარავდა და ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობის ტვ-ში გამოჩენა ემსახურება უბრალოდ ტივტივს, პოლიტიკურ ველზე ტივტივს. ზოგი საერთოდ გადამალულია და ჩირგვებში იმალება.თქვენ იყავით ლიდერებიც, პირველებიც და მე თქვენი მსახური, აქტივისტი ვიქნები. რასაც ახლა კითხულობთ, შიშველი სიმართლეა და ვცდილობ, სარკეში ჩაგახედოთ. შიშია გამეფებული. უმოქმედობა, უძრაობაა იმიტომ, რომ გამბედაობა არ ჩანს არსად. რადგან გამბედაობა არ არის, იმიტომ გიწევთ კომენტატორობა და უაზრო თემების გარჩევა-გადამღერება.მთელი გაზაფხული-ზაფხული იქადნებოდით, აი, შემოდგომა დადგება და ასე და ისე ვიზამთო. დადგა სექტემბერი და ისევ იმალებით, გაურბიხართ რეალურ საქმეს. მზად ხართ, ისევ დროის გაყვანაზე იყოთ და როგორმე ნოემბრამდე მიხვიდეთ. მერე სიცივეებს გამოაცხადებთ და ახალ გაზაფხულს დააანონსებთ. გულდასაწყვეტია ამ ყველაფრის ყურება. როგორც თქვენი მონა-მორჩილი, აქტივისტი, გულშემატკივარი, ვწუხვარ ამაზე.გადაბრალება პარტიებზე, ლიდერებზე უკვე გაცვეთილია. როცა გინდათ, ლიდერებზე, პარტიებზე „დიდები“ და მაგრები ხართ. მაგ ლიდერებს 15-წლიანი ციხით ემუქრებიან და ძალიანაც ნუ განსჯით. 4-5 ან 7 ლიდერს გადავაყოლოთ ქვეყანა? ჩვენი პასუხისმგებლობა არაფერშია?აქციის დანიშვნა ვერ გაგიბედავთ, რომ თქვათ – შევიკრიბოთ, ასიათასობით გამოვიდეთ… გამბედაობა არავის ჰყოფნის, რომ რიგითი აქცია დააანონსოს და რეალურად აქტიურ პროტესტზე გადავიდეთ. მძიმე საყურებელია….ფორმულა – ყველა მინუს ივანიშვილი, საქართველო ივანიშვილის გარეშე.გამბედაობაა საჭირო და არა ტვ-ში დროის გაყვანა, ტივტივი ან საერთოდ ჩირგვებში დამალვა. „სიები“ რომ იწერება, სოროებიდან გამოძრომა და ყელის მოღერება არ არის მორალურად, საქმიანად სწორი და ნუ აკადრებთ თავსაც და ხალხსაც.დაძლიეთ შიში და გაიმარჯვებთ. მე? მე, მიმსახურეთ. ციხიდანაც თქვენი მსახური ვიქნები, ძალა ერთობაშია“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების საგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.უფრო კონკრეტულად, ლილუაშვილს ედავებოდნენ, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, იმ დროინდელი ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის და ამავე სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. კერძოდ, ბრალდების თანახმად, ისინი თანხებს ე.წ. ატკატების სახით იღებდნენ, რისი მფარველობისთვისაც, ქრთამის ნაწილი გრიგოლ ლილუაშვილთან უშუალოდ კახაბერ გვანცელაძეს მიჰქონდა.გრიგოლ ლილუაშვილს ასევე, ბრალად ჰქონდა წარდგენილი თაღლითური „ქოლ ცენტრების" მფარველობა. ბრალდების თანახმად, მისი უახლოესი პირი - ანდრია ლილუაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა „ქოლ ცენტრების" საქმიანობაში.სუს-ის ყოფილ უფროსსს, ასევე ედავებოდნენ ქრთამის აღების ორ ეპიზოდს, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით.გრიგოლ ლილუაშვილი ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს. მან დღევანდელ სასამართლო პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ ჩვენება სხვა მოწმეებთან ერთად, მიცემული აქვს ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს. ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დაამტკიცა.კენჭისყრამდე რეგისტრაცია გაიარა  97-მა დეპუტატმა, ბორაშვილს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი – არცერთი.ცნობისთვის, სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა 14 სექტემბერს დატოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალი ხელმძღვანელის პოსტზე თამაზ ბორაშვილი წარადგინა.„ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში თამაზ ბორაშვილი იქნება პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას“, – აღნიშნა წარდგენისას ირაკლი კობახიძემ.

ალექსანდრე ტაბატაძე – მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე დღევანდელი მოხსენება უფრო პროფესიული მიმართულებით იყო წარმოდგენილი, მის მოხსენებაშიც ჩანდა, რომ იგი არის პროფესიონალი, რომელიც ამ უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. მან ძალიან შინაარსიანად წარმოადგინა თავისი სამომავლო ხედვები სხვადასხვა მიმართულებით. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მას ამ უწყებაში წლების განმავლობაში აქვს ნამუშევარი და თითქმის ყველა გამოწვევა იცის, ნაფიქრი აქვს ამაზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.მისი თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ თამაზ ბორაშვილი წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს.„დიდი იმედი მაქვს, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს. კარგი და მისასალმებელი იქნება, თუ წლების განმავლობაში თავის დასახულ ამოცანებს ბოლომდე მიიყვანს. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სამსახურის განვითარებისა და იმ სტრატეგიებისთვის, რომლებიც დაგეგმილი აქვთ. ვუსურვებ, რომ ეს მოვალეობა სწორედ თავისი უფლებამოსილების ვადებში შეასრულოს. ყოველთვის ვამბობ, რომ ცვლილებები სისტემისთვის კარგი არ არის, მაგრამ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ ადამიანების პირად ცხოვრებაში ვერ ჩავერევით, თუ მათ ასე აქვთ განსაზღვრული. მთავარია ერთი რამე – დღევანდელ ხელისუფლებასა და ჩვენს გუნდს აქვს ის შესაძლებლობები და ჰყავს ის კვალიფიციური კადრები, რომელთა მეშვეობითაც როტაცია ყოველთვის ხდება. ჩვენ ყოველთვის ვანაცვლებთ კადრებს იმ იმედით, რომ ესა თუ ის მიმართულება უფრო გაძლიერდება. ამის რესურსი ჩვენ ნამდვილად გვაქვს“, – განაცხადა ტაბატაძემ.სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილ თამაზ ბორაშვილს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტში დღეს მოუსმინეს.

„ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო… მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით…“ – კახა კალაძემ საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა

თბილისის მთავრობის სხდომა დღეს ემოციურად დაიწყო. დედაქალაქის მერმა საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობა გადაუხადა და დედის სიყვარულზე ისაუბრა.„რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის დედა განსაკუთრებული იყო... მინდა გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ...“,- თქვა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები