სოზარ სუბარი – პრეზიდენტობაზე ჩემი კანდიდატურის საკითხი არ განიხილება და გაძლევთ პირობას, რომ არც დადგება

Read Time:29 Second

პრეზიდენტობაზე ჩემი კანდიდატურის საკითხი არ განიხილება და გაძლევთ პირობას, რომ არც დადგება, – განაცხადა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

ამ განცხადებით სოზარ სუბარმა გადაცემის წამყვანის ირაკლი აბსანძის შეკითხვას უპასუხა, შეთავაზების შემთხვევაში, დათანხმდება თუ არა პრეზიდენტობის კანდიდატობას და შესაძლებელია თუ არა, მალე ის საპრეზიდენტო კანდიდატად ვიხილოთ.

„ეს მსჯელობის საგანი არ ყოფილა და არსად არ განიხილება. მსგავსი რამ დღის წესრიგში არ დამდგარა და არც დადგება. მე რომ დავიწყო იმის მტკიცება, რომ არა, ეს გამორიცხულია და ა.შ, გამოვა, რომ რაღაცნაირად, თვითონ ინსტიტუტს ვაკნინებ. ამიტომ, ამ თემასთან დაკავშირებით სხვას არაფერს ვიტყვი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლოზ ღადუა ,,ქართული ოცნების” თილისმა!
Next post ზურაბ ჯაფარიძე – არაფერი დამიშავებია, ვითხოვდი, რომ ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და დამლაპარაკებოდა