სოზარ სუბარი: პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა
პარლამენტში არშესვლა არის პოლიტიკური თვითმკვლელობა, იმ პარტიებისთვის, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ , – ამის შესახებ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილი რიცხვებში“ გამოძიების შედეგად აღმოჩენილ რუკებზე საუბრისას განაცხადა.
„რატომა არიან ისტერიკაში „ევროპული საქართველოს“ ლიდერები? ნამდვილად არ ეთმობათ მათ ის ადგილები. ტყუილია რომ აქვთ განცდა, თითქოს არჩევნები გაყალბდა. არჩევნებიდან მეორე-მესამე დღესვე აღიარა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომ 100 ათასი ხმით ნაკლები მიიღო პარტიამ, ვიდრე წინა არჩევნებში. ბოლო პერიოდში ამას აღარ ამბობენ და გადავიდნენ იმ ნარატივზე, რომ გაყალბდა. მათზე უკეთ არავინ იცის, რომ მიიღეს იმდენი ხმა რამდენიც მიიღეს და არცერთი ხმით მეტი მათ არ მიუღია. 20 წევრი ჰყავდათ პარლამენტში და შეეძლოთ ხალხში გარკვეული მანდატი დაეგროვებინათ, გარკვეული სიმპათია, გარკვეული ნდობა. ამას, რომ ვერასდროს დაიმკვიდრებდნენ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ არა გამოუსწორებელი შეცდომა. არჩევნების წინ მთლიანად მოექცნენ სააკაშვილის ჩრდილის ქვეშ, გაერთიანდნენ მისი ფარდის ქვეშ“, – განაცხადა სუბარმა
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...
თეა წულუკიანი: 100-ჯერ და 1000-ჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ და გასაგებად, ეს არის ქართული კანონი ერთადერთი ვალდებულებით, ყველა ორგანიზაციამ, ვისაც ეს ეხება, წელიწადში ერთხელ დეკლარაცია შეავსოს
„რაც არ უნდა რბილ გამონათქვამად მოეჩვენოს ეს ვინმეს, დასანანია ეს ყოველივე, იმიტომ რომ ასჯერ და ათასჯერ იყო ახსნილი, არგუმენტებით, მკაფიოდ...
მამუკა მდინარაძე: ხვალ დილით მიკეთებენ ოპერაციას ხერხემალზე, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ 84-ე ხმა ჩემია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტის დღევანდელ სხდომას ჯანმრთელობის გამო არ ესწრებოდა. „დილით ფეხი ვეღარ დავდგი,...
VIDEO: „ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს…“ – ლადო მგალობლიშვილი
„ეს არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს და ემსახურება 100 % -ით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს...“ - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა,...
ირაკლი კობახიძე: იშიფრება 15-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ დატრენინგებულია ძალადობისთვის
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია უკვე ამდენი წელია, ყოველ წელს ცდილობს სამოქალაქო დაპირისპირებას და ეს სცენარი მათ გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შემდგომი...
მიხეილ სარჯველაძე: “სასწრაფოების რაოდენობა საკმარისზე მეტი იყო – მათი შრომა ძალიან დასაფასებელია”
„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებთან დაკავშირებით, ერთგვარი, კამპანია გაჩაღდა უმიზეზოდ. გარკვეული ადამიანების მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს, ადგილზე, ხელმიუწვდომელი იყო...