სოზარ სუბარი: ოფშორიდან ფულის საქართველოში შემოტანა არის ქვეყნის ეკონომიკის წინსვლა – ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?

Read Time:2 Minute, 19 Second

„თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ოფშორიდან ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში… ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას?“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე „საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ოფშორულ კომპანიებს შეეხება.

 სოზარ სუბარი გამოეხმაურა ოპოზიციის შენიშვნებს, რომლის მიხედვითაც, კანონმა შესაძლოა გააუარესოს ქვეყანაში საინვესტიციო გარემო და ქვეყანა შავი ფულის სამრეცხაო ინსტრუმენტად იქცეს.

„ნამდვილად არ ვაპირებდი ამ საკითხზე გამოსვლას, იმდენად ნათელი და მარტივია ყველაფერი, მაგრამ მართლა ბნელი ჰგონიათ ეს ხალხი და მართლა ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ.

მარტივად არის საქმე: ფული არის ოფშორში. თუ საქართველოში შემოვა ეს ფული, ამით თურმე საქართველოს მოსახლეობა გადასახადებს და ფულს დაკარგავს. არადა, ის ფული საქართველოში შემოსვლას არ აპირებს, თუ სპეციალურ პირობებს არ შეუქმნი. თუ შეუქმნი საშეღავათო პირობებს და თუ მართლა შემოვა ეს ფული საქართველოში, დაბანდდება აქ, გაიხსნება საწარმო, შეიქმნება სამუშაო ადგილი, ადამიანი აიღებს ხელფასს, გადაიხდის საშემოსავლო გადასახადს, რომელიც შევა ბიუჯეტში; ქონება, რომელიც დაფუძნდება, გადაიხდის ქონების გადასახადს, ბიზნესი გადაიხდის ბრუნვის გადასახადს, დღგ-ს სახით, რომელიც შევა საქართველოს ბიუჯეტში…

ეს არის საქართველოს ეკონომიკის წინსვლა და ამაზე მარტივი დასანახი რა უნდა იყოს, მართლა შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ ხალხის მოტყუებას? როცა ლაპარაკობენ, რომ ეს გამჭვირვალე უნდა იყოს – გაუმჭვირვალეა სწორედ ის ფული, რომელიც არის ოფშორში და თუ შემოვა ქვეყანაში, ის ავტომატურად გამჭვირვალე გახდება. როცა „პანამა ფეიფერთან“ კავშირში ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, ძალიან კარგად ვიცით ბიძინა ივანიშვილმა როგორ იშოვა ფული, მაგრამ ამ „პანამა ფეიფერსის“ ქაღალდებზე გამოჩნდა ძალიან ბევრი ქართული სახელი. მაგალითად, დავით კეზერაშვილი, რომელიც არის ყაჩაღი, მძარცველი და ქურდი ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონერების. ასევე, გამოჩნდა რუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პარლამენტის წევრის, კობა ნაყოფიას სახელი, რომელმაც, თუ სწორად ვიცი, რამდენიმე დღის წინ განაახლა რუსული პასპორტი და დღემდე რუსეთის მოქალაქე და ქართული წარმოშობის რუსი ბიზნესმენია. გამოჩნდა „ნაცმოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილის სახელი, რომელიც დავით იაკობაშვილის ბიზნესპარტნიორი თუ რაღაც ასეთი ყოფილა.

გამოჩნდა ქართველი, „ნაცმოძრაობის“ წევრის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მოადგილის, კახა დამენიას სახელი, რომელმაც, როგორც ჩანს, მილიონები იშოვა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტზე ყოფნისას. გამოჩნდა კიდევ არაერთი ცნობილი სახე „ნაცმოძრაობიდან“. ესენი არიან ის კრიმინალები, რომლებიც აზიანებენ ქვეყანას, თორემ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ფულის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ საქართველოს წინსვლას და ამ ქვეყანაში ქველმოქმედებას მოახმარა. ნეტა, ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი ამის მეათედს კი არა, მეათასედს აკეთებდეს, გაცილებით უკეთესად იქნებოდა დღეს საქართველოში ეკონომიკის საქმე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, პარლამენტი „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს იხილავს, რომლის მიხედვით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება. ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კუპრაძე: მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს, ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ
Next post მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციას მართავენ