სოზარ სუბარი: ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება, თუმცა მგონი თვითონაც დაიჯერეს, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური ტყუილია

Read Time:28 Second

ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება, თუმცა მგონი თვითონაც დაიჯერეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ეიფორიაში იყვნენ, რომ მათ ჰქონდათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, მათ შორის ახალგაზრდობის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური ტყუილია,- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„საზოგადოების ნებისმიერ ფენასა და ასაკში არსებობს გარკვეული ჯგუფი, რომელიც რაღაც პოლიტიკურ მიმართულებას უჭერს მხარს, ეს ერთი და მეორე – რაღაც ნაწილმა დაიჯერა, რომ მართლა რუსულ კანონზეა საუბარი. დაიჯერეს არა იმიტომ, რომ ოპოზიციას დაუჯერეს. მთლიანობაში საზოგადოების მხარდაჭერა ოპოზიციას არა აქვს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი რწმუნდება, რომ ეს იყო ქარიშხალი ჭიქაში“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში სურსათის ბანკების შექმნა იგეგმება
Next post თინა ხიდაშელი-ასეთი სამარცხვინო პარლამენტი არ მახსენდება ? არც პოლიტიკური პარტია