სოზარ სუბარი „ნაცმოძრაობაზე“: დევნილებს ეუბნებოდნენ, გინდათ? დაიკანონე, არ დაიკანონებ და დღესვე გახვალ

Read Time:49 Second

2012 წელს დევნილების სამინისტროსთვის განსახლების მიზნით 24 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. დღევანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ, წელს ბიუჯეტში ამ მიზნით 300 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირას“ დევნილების განსახლების საკითხზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზნით ბიუჯეტიდან 100 მლნ ლარზე ნაკლები თანხა არ გამოყოფილა. სუბარმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ აკანონებინებდნენ „ნაციონალური ხელისუფლების“ პირობებში დევნილ ოჯახებს ძალდატანებით მაქსიმუმ 20 კვ.მ ფართობის მქონე ბინებს.

„5, მაქსიმუმ 20 კვ.მ ფართობის მქონე ბინაში, სადაც დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ, ეუბნებოდნენ, გინდათ? დაიკანონე. არ დაიკანონებ და დღესვე გახვალ – ამას არაერთი ოჯახი გვიყვებოდა, რომ 31 დეკემბერს მივიდნენ და უთხრეს, ახალ წელს ქუჩაში შეხვდებოდნენ. იძულებული ვიყავით ფართი დაგვეკანონებინა და გვეთქვა, მორჩა! ჩვენ დაკმაყოფილებული ვართო“, – განაცხადა სუბარმა.

მან ასევე გაიხსენა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს როგორ ხდებოდა შენობებიდან დევნილების გამოსახლების პროცესიც.

„სპეცრაზმისა და პოლიციის მეშვეობით მიადგებოდნენ დევნილებს და სატვირთო მანქანებზე ყრიდნენ. კარგად გვახსოვს, თუ როგორ ხდებოდა დევნილების განსახლება წივილ-კივილითა და ძალადობით. ისე გაჰყავდათ თბილისიდან, არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ“, – აღნიშნა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ქადაგიძე „ნაცმოძრაობას“: მიშას სასამართლოები და ჟორიკას აქციები გეყოფათ, ხოლო გაზაფხულიდან ბაჩო ახალაია შემოგიერთდებათ და იმას „ჰუმანური“ მარშები ჩაატარებინეთ
Next post ნანი ბრეგვაძე ოკუპაციაზე: განცდაში ვარ დღემდე, ისე ვბრაზობ. სურვილი მქონია შევსულიყავი იქ, სადაც უნდა შეხვიდე და მეთქვა: აი რა გინდათ ჩვენგან?