სოზარ სუბარი – მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, გვინდა, განათლების სფეროში აშშ-ის ინვესტიციის თემა ცალკე განხილვის საგნად ვაქციოთ

Read Time:43 Second

ჩვენ როცა ვთქვით, რომ მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, ეს ზუსტად იმიტომ გავაკეთეთ, რომ გვინდა, ეს თემა ცალკე განხილვის საგნად ვაქციოთ. ეს თემა ცალკე საკითხია, – ასე უპასუხა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში დასმულ შეკითხვას, რას გულისხმობდნენ „ხალხის ძალის“ წევრები ამერიკელების მიერ განათლების სფეროში ჩადებული ინვესტიციების შესახებ გამოქვეყნებულ წერილში.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მოძიებულია და საზოგადოებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„მოძიებული გვაქვს ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, ამ ხნის განმავლობაში უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება. რადგან ამ საკითხს შევეხეთ, აქვე დავაანონსებ, რომ ჩვენს აქტიურობას, ჩვენ მიერ დასმულ კითხვებს, გამოქვეყნებულ წერილებს, გარკვეულწილად მხილების კამპანიის ნაწილშიც აქვს ძალიან დიდი გამოხმაურება საზოგადოების მხრიდან. ძალიან ბევრი ადამიანი გვიცხადებს თანადგომას და უახლოეს დღეებში შეიძლება, დაიწყოს ეს პროცესი. მოხდება „ხალხის ძალის“ გაფართოება ადამიანური რესურსით, ინტელექტუალური რესურსით და შემოგვიერთდება ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც პოლიტიკოსები, ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, თუ სხვა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ რეალურად არ არსებობენ, ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ განშტოება
Next post სახელმწიფო და „დელტა“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას წლის ბოლომდე დაიწყებენ