სოზარ სუბარი: მივმართავთ კელი დეგნანს, მკაფიოდ განმარტოს, უკავშირდებოდა თუ არა პრობლემები, რომელიც ლაშა ჩხიკვაძეს შეექმნა, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას

Read Time:44 Second

მივმართავთ კელი დეგნანს, მკაფიოდ განმარტოს, უკავშირდებოდა თუ არა პრობლემები, რომელიც ლაშა ჩხიკვაძეს შეექმნა ამერიკაში წასვლასთან დაკავშირებით, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, – განაცხადა პარლამენტარმა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

„ამაზე ბევრი რამაა დამოკიდებული. დამოკიდებულია მათ შორის, რამდენად გვექნება ჩვენ პირადად ნდობა კელი დეგნანის მიმართ. მართლა რამდენად შესაძლებელია, რომ მიიღონ სანქციები მოსამართლის მიმართ მისი გადაწყვეტილების გამო, რომელიც მისი აზრით, კანონთან და მის პირად სინდისთან შესაბამისობაში იყო. ეს ნამდვილად ასეა, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება ზემდგომი ან სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ან რაიმე მსგავსი ინსტიტუტის მიერ“, – განაცხადა სუბარმა.

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, სანქციებს არ ელოდებიან, რადგან არ იმსახურებენ. ლაშა ჩხიკვაძეზე კი თქვა, რომ მისი ამერიკაში გამგზავრება არ უკავშირდება სანქციებსა და ადგილი ჰქონდა გამგზავრებასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ამ განცხადების საფუძველზე, „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა კელი დეგნანს ახალი კითხვით მიმართეს. ისინი ელჩს სთხოვენ განმარტებას, რატომ ვერ გაემგზავრა მოსამართლე ამერიკაში და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი ნიკა გვარამიას საქმეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გურამ მაჭარაშვილი: კითხვა მაქვს ბატონ ვაშაძესთან – აქამდე ვის ემორჩილებოდა და ახლა ვის დაუმორჩილებლობას აპირებს?
Next post ვატო შაქარიშვილი რადიკალურ ოპოზიციასა და აუდიოჩანაწერზე: საკუთარი ვიწროპარტიული, ბინძური ინტერესებიდან გამომდინარე, საზოგადოებას თანამდებობის ყოფილი პირის მიერ მიწოდებული გარკვეული მასალების ფაბრიკაციებს აწვდიან