სოზარ სუბარი: მესამე სექტორი უცებ მეხუთე კოლონა გახდა და პირდაპირ მოგვიწოდებენ ომისკენ

Read Time:38 Second

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის შეთავაზება ძალიან არამეგობრულია, პირდაპირ რომ ვთქვათ, მაგრამ არ ვამტყუნებ. არ ვამტყუნებ იმიტომ, რომ როდესაც ქვეყნა ომშია მას რა თქმა უნდა, უნდა ეს ტვირთი და სიმძიმე სხვაზეც გადანაწილდეს. რამდენად სწორი და ქრისტიანული საქციელია ამაზე ახლა ნუ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ზუსტად ამ პოზიციაზე დგას ერთი თვეა და ომის დაწყებამდეც, ქართული ომის პარტიაც. ქართული ომის პარტია არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ომის პარტიები არიან ისინიც, ვინც ამას იმეორებენ. საოცრება დაა ზოგიერთი არასამთავრობოც, მესამე სექტორი უცებ მეხუთე კოლონა გახდა და პირდაპირ მოგვიწოდებენ ომისკენ. ამიტომაც არის, რომ სწორედ საქართველოს მიმართ კეთდება ასეთი მოწოდებები, ასეთი განცხადებები, სწორედ საქართველოდან მოხდა ელჩის გაწვევა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა: „დნესტრისპირეთი, საქართველო და ყველა დაკავებული რომ იყვნენ საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს აუცილებლად დაგვეხმარებოდა“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსეთმა ლუგანსკის რეგიონი დაბომბა – არიან დაღუპულები და დაშავებულები
Next post სოზარ სუბარი: გარწმუნებთ, რამდენიმე დღეში, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაინახავენ, რომ ომში ქვეყნის ჩართვა აღარ გამოსდით და ეს წამგებიანი რიტორიკაა, სულ სხვა რამეზე დაიწყებენ ლაპარაკს