სოზარ სუბარი – კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო

Read Time:38 Second

კოჰაბიტაცია შეცდომა არ იყო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა შეცდომა კოჰაბიტაცია და უნდა დასრულდეს თუ არა ის, სუბარი აცხადებს, რომ კოჰაბიტაცია აბსოლუტურად არ ყოფილა შეცდომა, პირიქით, აუცილებელი იყო და ის დიდი ხანია დასრულებულია.

„კოჰაბიტაცია ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. პირველი, საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელსაც ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი ვადა და მასთან თანამშრომლობა აუცილებელი იყო, რა დონეზეც შესაძლებელია სააკაშვილთან თანამშრომლობა და ამას ვახერხებდით. სააკაშვილის პრეზიდენტობის დამთავრების შემდეგ, პირველი კოჰაბიტაციის დამთავრებაზე განცხადება გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა. მან თქვა, რომ კოჰაბიტაცია მისი არჩევის დღეს დასრულდებოდა , მაგრამ კოჰაბიტაცია ამის შემდეგაც გაგრძელდა. თვითმმართველობის აბსოლუტური უმრავლესობა, მერები იყვნენ არჩეული, მათთან თანამშრომლობაც აუცილებელი იყო. მე ამ შინაარსს ვდებ კოჰაბიტაციაში და ეს იყო სწორი, როდესაც მათი ვადა დასრულდა, კოჰაბიტაციაც დასრულდა“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოპოზიცია დღეს სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს
Next post კვარაცხელიას საგოლე გადაცემა და პრიზი – ქართველი საუკეთესოდ აღიარეს