სოზარ სუბარი: კეზერაშვილის კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია

Read Time:43 Second

კეზერაშვილის კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„საქართველოს ხელისუფლება არ ახმაურებდა ქოლ-ცენტრების საქმეს, რადგან გამოძიება მიდიოდა რამდენიმე ქვეყანაში. ინფორმაცია უნდა გახმაურებულიყო ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების მიერ. რამდენიმე თვის წინ ჩატარდა გერმანიისა და საქართველოს პროკურატურების ერთობლივი ბრიფინგი. ასევე პრესიდან და არა მხოლოდ პრესიდან არის ცნობილი, რომ ამ ყველაფრის უკან დგას და ერთ-ერთი მსხვილი ფიგურა არის დავით კეზერაშვილი. მისი კრიმინალური ფულით ფინანსდებოდა არაერთი პარტია, არაერთი საარჩევნო კამპანია და არაერთი ტელევიზია. ამას ჩვენ ადრეც ვამბობდით, მაგრამ ახლა ამას უკვე ღიად ამბობენ ის ადამიანებიც, ვინც ფინანსდებოდნენ. რამდენიმე დღის წინ ნიკა მელიას წამოაძახა და ამხილა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომ მისი საარჩევნო კამპანია დავით კეზერაშვილის მიერ ფინანსდებოდა. ყველამ იცის, რომ ტელეკომპანია „ფორმულა“ ფინანსდებოდა სწორედ კეზერაშვილის მიერ. ბოლო დროს ორი სხვა ტელევიზიაც ამ დაფინანსების წყაროზე დაჯდა და ა.შ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.7

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ზალკალიანი: მიუნხენის კონფერენციაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება ჩვენს რეგიონზე და მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენი ხედვა წარმოგვედგინა პარტნიორებისთვის
Next post მიხეილ სარჯველაძე – ოპოზიციის მხრიდან ჩახსნილი სიების აღდგენის მოთხოვნა არასერიოზულად მეჩვენება და პოლიტიკურ უთავმოყვარეობასაც დავარქმევ