სოზარ სუბარი: ვადამდელი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დადგება

Read Time:25 Second

ვადამდელი არჩევნები დღის წესრიგში არავითარ შემთხვევაში არ დადგება, მისი დღის წესრიგში დაყენება შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა სცადონ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „პირველ არხს“ განუცხადა.

„თუკი ჩვენ მხარს დავუჭერთ იმ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოველი შემდეგი არჩევნები იქნება სრულიად პროპორციული, მათ შორის ვადამდელი არჩევნებიც, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუბიძგებთ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ გააგრძელონ ქვეყნის ჯანჯღარი და დესტაბილიზაციის მცდელობები, რისი საშუალებაც მათ არ უნდა მივცეთ, რადგან ყოველი მსგავსი გამოხტომა საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მოქალაქეების კეთილდღეობაზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, დღეში 3 500 კორონავირუსის ახალი შემთხვევა ძალიან ბევრია
Next post ივანე ჩხაიძე: 15 მარტიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 5 500 გარდაცვლილიდან 98,9 % არავაქცინირებულია – ვაქცინა გარდაცვალებისგან გვიცავს