სოზარ სუბარი: დავითაშვილმა სისტემურად დაიწყო იმ პრობლემების მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი სოფლის მეურნეობაში და დარწმუნებული ვარ, იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროში

Read Time:39 Second

ნათია თურნავა არის გუნდის ძალიან გამოცდილი წევრი, ძალიან დიდი ხანია სახელმწიფო უწყებებში მუშაობს და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მას გაწეული საქმიანობისთვის, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, ლევან დავითაშვილმა სისტემურად დაიწყო ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

„ლევან დავითაშვილმა, მრავალი წლის განმავლობაში, ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში, სხვა დონეზე აიყვანა სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოში ვითარება. სისტემურად დაიწყო ყველა იმ პრობლემის მოგვარება, რაც წლების განმავლობაში იყო დაგროვილი საქართველოს სოფლის მეურნეობაში და დარწმუნებული ვარ, ზუსტად იმავეს გააკეთებს ეკონომიკის სამინისტროში. რაც შეეხება ოპოზიციის წუხილებს, მათ ეს დიდხანს გაუგრძელდებათ და ძალიან დიდხანს მოუწევთ ლაპარაკი იმაზე, თუ რატომ ხდება „ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები. ცვლილებები ყოველთვის იქნება და ეს ნორმალურია, უბრალოდ მათ მოუწევთ დარჩენა კომენტატორის როლში კიდევ დიდხანს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვაშაძე მინისტრთა კაბინეტში განხორციელებულ ცვლილებებზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
Next post რატი იონათამიშვილი: თუ აქამდე ოპოზიცია ერთ ფანჩატურში ეტეოდა, ახლა ერთი ქოლგის ქვეშაც შეუძლიათ დაეტიონ