სოზარ სუბარი: გამჭვირვალობის შესახებ კანონი სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ ისეთი დაფინანსებების შესახებ, როგორსაც, მაგალითად, თინა ხიდაშელი იღებს, ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს

Read Time:45 Second

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის  შესახებ კანონის მიღება სწორედ ამიტომ იყო აუცილებელი, რომ მსგავსი დაფინანსებების თაობაზე ყურმოკვრით კი არ ვიცოდეთ, არამედ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე ღიად ატვირთული, რომელსაც ყველა ერთად ვნახავთ“, – ასე უპასუხა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა კითხვას, რომელიც თინა ხიდაშელისა და პოლონელი ანალიტიკოსის, მარჩინ პჩიხოდნიაკის მიერ ჩინეთთან დაკავშირებით მედიაში გამოქვეყნებული მოსაზრებების შესახებ დაუსვეს.

სოზარ სუბარის თქმით, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს.

„ასეთ შემთხვევაში, გვეცოდინება, ვინ საიდან ფინანსდება და ვის ინტერესებს ატარებს. ამ შემთხვევაში, თინა ხიდაშელი ტაივანის ინტერესებს ატარებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ჩინეთთან ურთიერთობა მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია.

„ევროკავშირსა და ჩინეთს ყოველდღე 2,5 მილიარდი ევროს მოცულობის ვაჭრობა აქვს, ჩინეთთან ჩვენმა წლიურმა ბრუნვამ რომ 2,5 მილიარდს მიაღწიოს, ეკონომიკურად ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა ვიქნებით. ჩინეთი გაეროში უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და მის სიტყვას წონა აქვს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვისაც“, – განაცხადა სოზარ სუბარმა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი: როდესაც 1 %-იანი, თუ 2 %-იანი პარტიის ორი ლიდერი ერთმანეთში ვერ იყოფს პრემიერის თანამდებობას ეს არის რა თქმა უნდა ღიმილის მომგვრელი
Next post საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს