სოზარ სუბარი: ბოლო ორი დღეა ნათლად ვხედავთ, გიული ალასანიას მიერ გადახდილი ფული რა შედეგს იწვევს – ისეთ ქვეყნებშიც კი ქვეყნდება მასალა, სადაც სააკაშვილის კი არა, საქართველოს არსებობა შეიძლება არ იცოდეს მოსახლეობის უმრავლესობამ

Read Time:35 Second

ბოლო ორი დღეა ნათლად ვხედავთ, გიული ალასანიას მიერ გადახდილი ფული რა შედეგს იწვევს. ერთი და იგივე სურათით, ტექსტით, სათაურით, მსოფლიოს 30-მდე მედიასაშუალებაში ქვეყნდება მასალა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც სააკაშვილის კი არა, საქართველოს არსებობა შეიძლება არ იცოდეს მოსახლეობის უმრავლესობამ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„იმ ყბადაღებულ 3000-გვერდიან დასკვნაზე რომ ლაპარაკობენ, თუ არ ვცდები, „ტვ პირველზე“ თქვეს: „ჩვენ ეს დოკუმენტი მთლიანად გვაქვს და ჩვენ წავიკითხავთ ყველაზე მძიმე პუნქტებს, რაც აქ წერია“ და ვერაფერი იმ პუნქტებიდან ვერ მოვისმინეთ. საქართველო არის სახელმწიფო, აქვს საკუთარი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის თანახმად უნდა მოხდეს ყველაფერი. ეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არსად გადაყვანას და არც გათავისუფლებას გამოჯანმრთელების მიზნით, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შესაბამისი“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის მოწამვლა შეიძლება აწყობდეს ისეთ ხალხს, რომლებიც ასეთებზეც წასულან და ამ ადამიანმა შეიძლება ირგვლივ ასეთი ბევრი მოიძიოს
Next post მამუკა მდინარაძე: ბოლო 8 თვეში 15-მდე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ინტერესდებოდა სააკაშვილით, მას შემდეგ, რაც დაუქირავეს პიარშჩიკები, ბოლო ხუთ დღეში 30-ზე მეტი სააგენტო დაემატა ამ სიას