სოზარ სუბარი – არ მგონია, სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებენ „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად, ჩვენი პარტია მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს

Read Time:1 Minute, 18 Second

არ მგონია, სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებენ „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი, შესაბამისად, ჩვენი პარტია, ამ შემთხვევაში, მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობის 85 პროცენტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ეს გრძელდება ბოლო 39 წლის განმავლობაში ყველა გამოკითხვის შედეგად.

„ამას არ სჭირდება ახალი დადასტურება აქციებით. როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არამგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. არ მგონია, ეს სწორი შეჯიბრი იყოს რასაც აკეთებს „სირცხვილია“ „ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილი და რა თქმა უნდა შესაბამისად, ჩვენი პარტია ამ შემთხვევაში მსგავს აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგით გამოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მას აქვს არასწორი ინფორმაცია ან არასწორად აკეთებს ანალიზს, არც კი ცდილობს გადაამოწმოს, სად არის სიმართლე და სად არის ჭეშმარიტება.

„უფრო მჭიდრო თანამშრომლობა რომ ჰქონდეს მას აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, საპარლამენტო გუნდთან, მაშინ მეტადაც იქნებოდა ინფორმირებული და ერთად უკეთ შეგვიძლია, საქართველოს წინსვლისთვის ვიბრძოლოთ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის პოზიტიური ნაბიჯები გადავდგათ. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა ქალბატონი სალომეს მიმართ.

ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ, რომ საქართველოს მოსახლეობის პოზიცია არის მკაფიო და გარკვეული აქციებით ამას დამატებითი დადასტურება არ სჭირდება. როცა აქციას აწყობ, სჭირდება უფრო მეტი დრო, უფრო მეტი რესურსი, რომ შთაბეჭდილება იყოს გარე მაყურებლისთვის ისეთი, როგორიც არის რეალური განწყობა. ხვალინდელი აქცია იქნება თუ ზეგის, ამ შთაბეჭდილებას ვერ შექმნის. ამიტომ არ მივიღებთ მონაწილეობას, ეს არის გუნდის პოზიცია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვიქტორ ყიფიანი – საქართველომ ევროპასთან ერთად განვლო გზა, რომელშიც ძალიან ბევრი ჩაიდო, ევროპის მხრიდან ამ პროცესის შუა გზაში მიტოვება საკუთარ კარში გოლის გატანის თანხვედრი იქნება
Next post ბიტკოინის კურსის ვარდნა გრძელდება