სოზარ სუბარი: ამ ცხოვრებაში არაფერი რომ არ გამეკეთებინა, „ხალხის ძალის“ შექმნითა და ჩვენი მოქმედებებით რომ საქართველოს ომი ავაცილეთ, მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება

Read Time:1 Minute, 9 Second

„ხალხის ძალის“ გამოჩენა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ იმ ეტაპზე საქართველოსთვის ომი აგვერიდებინა. ამისთვის თავსაც გადავდებდი და ყველაფერს გავაკეთებდი. ზუსტად იმავეს თქმა შემიძლია ჩემი მეგობრების ნაცვლად, – ამის შესახებ „დიდ გადაცემაში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ შექმნითა და მათი მოქმედებებით საქართველომ ომი აირიდა და „მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება“:

„ამ ცხოვრებაში რაღაც გამიკეთებია – წეღან ცე ჰეპატიტზე ვლაპარაკობდით და მართლა არ იქნებოდა ეს პროგრამა, რომ არ ვყოფილიყავი მე იმ დროს, იქ, მინისტრი და არჩილ თალაკვაძე, ჩემი მოადგილე. ჩვენი დაწყებულია და დავიწყეთ იმიტომ, რომ სახალხო დამცველი რომ ვიყავი, იქიდან მოყოლებული მოგვყვებოდა ეს იდეა. არაფერიც რომ არ გამეკეთებინა და მარტო ეს ნაბიჯი, რომ ჩვენი ამ მოქმედებით საქართველოს ომი ავაცილეთ, მარტო ამისთვის ღირდა ცხოვრება.

ჩემს თავზე ვილაპარაკე და, ლეგენდა არის მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთში – უზარმაზარი დამსახურება აქვს ამ ქვეყნის წინაშე; ამაზე დიდი საქმე არც მას არ გაუკეთებია.

ჩვენზე რომ ამბობენ, ანტიევროპულიო, ანუ, თუ იტყვი რომ დასავლეთში რაღაც არ მოგწონს, უკვე ანტიევროპული ხარ. ახლა წავიკითხავ შემდეგ სიტყვებს: „ევროკავშირი ნამდვილად არასწორი მიმართულებით მიდის“, „ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ნაკლები ევროპაა – რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ევროპას ტრადიციული გაგებით, ანუ ევროპას, რომელიც იზრდება სამი ტრადიციიდან: ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული რელიგია“. ეს არ უთქვამს, ვთქვათ, დიმიტრი ხუნდაძეს, ან მიშა ყაველაშვილს, ეს თქვა იაროსლავ კაჩინსკიმ – პოლონეთის მმართველი პარტიის ლიდერმა და ყოფილი პრეზიდენტის ძმამ. ასეთი განცხადებები ძალიან ბევრი არის ევროკავშირის შიგნით, მაგრამ არავის არ უთქვამს, რომ ისინი ანტიდასავლელები არიან ან პრორუსები და ა.შ.“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: მადლობა ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს 7-8 მარტს საზოგადოებრივი წესრიგის და შტურმისგან პარლამენტის დაცვისთვის
Next post კახა კალაძე ილია ელოშვილზე-ერთად გატარებული არაერთი წელი, ერთიანი ძალისხმევით მიღწეული გამარჯვებები, მადლობა მეგობრობისთვის! დაბადების დღეს გილოცავ!?