აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 30 დღით შეამსუბუქა, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მოწყვლადი ქვეყნებისთვის გაიცემა დროებითი, 30-დღიანი გენერალური ლიცენზია, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ.
„ლიცენზია ხელს შეუწყობს ნედლი ნავთობის ბაზრის სტაბილიზაციას და უზრუნველყოფს იმას, რომ ნავთობმა ენერგეტიკულად მოწყვლად ქვეყნებამდე მიაღწიოს. ეს ასევე ხელს შეუწყობს არსებული მარაგების იმ ქვეყნებში გადამისამართებას, რომლებსაც ნავთობი ყველაზე მეტად სჭირდებათ, რათა შემცირდეს ჩინეთის შესაძლებლობა, ფასდაკლებული რუსული ნავთობის მარაგი დააგროვოს“, – წერს ბესენტი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დიტრიევი. მისი თქმით, აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქება პოზიტიური სიგნალია.
როგორც დიმიტრიევმა აღნიშნა, ეს დასტურია იმისა, რომ გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება რუსეთის ენერგორესურსების გარეშე შეუძლებელია.

