სიყვარულის ფსიქოლოგია კაცები და აქლები

Read Time:2 Minute, 37 Second

ურთიერთობის ფსიქოლოგია მამაკაცსა და ქალს შორის, ეს ის ამოუცნობი ფენომენია რომლის ახსნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მას არ ასწავლიან სკოლაში და უნივერსიტეტში, არ ატარებენ სპეციალურად მის შემსწავლელ ტრენინგებს. მხოლოდ ცხოვრება და გამოცდილება გვაწვდის მის შესახებ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, ან როგორ უნდა მოვქცეულიყავით. დაგროვილი გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია ავხსნათ ურთიერთობის ფსიქოლოგიის არსი და ახალი ურთიერთობის დაწყებისას შევეცადოთ გავსაზღვროთ ის რისკ ფაქტორები, რაც წინა შემთხვევაში არ გავითვალისწინეთ. მომავალში ძალიან ბევრ სტატიას შემოგთავაზებთ, რომელიც შეეხება ურთიერთობის ფსიქოლოგიის კონკრეტულ ასპექტებს, “რა არის კარგი და ჯანსაღი ურთიერთობისთვის აუცილებელი?”, “რამ შეიძლება გამოიწვიოს დაშორება?”, “ზოგადი განმარტებით რატომ არის ყველა გოგო სულელი და ბიჭი ღორი?”, “როგორ მივიპყროთ მამაკაცის/ქალის ყურადღება?!” და სხვ. თუმცა კონკრეტულ საწყის პოზიციაზე, შევეცდები განგიმარტოთ თუ რას წარმოადგენს თავად ქალი და მამაკაცი და რა არის მათი ძირითადი მოთხოვნილებები და განმასხვავებელი ნიშნები ურთიერთობებში.   მამაკაცი ეს არის ძლიერი სქესის წარმომადგენელი, რომელიც ურთიერთობაში ცდილობს იყოს მაქსიმალურად დომინანტი. ქართულ რეალობაში ამ საკითხს აუცილებელი დატვირთვაც კი აქვს. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში, როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება თქვას მასზე უარი, გამოდი მას აქვს ურთიერთობისგან გარკვეული მოლოდინებიც. ძალიან ბევრი ფსიქოლოგი გვთავაზობს რამდენიმე ძირითად კომპონენტს, მაშ ასე რა სურთ კაცებს?

იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს რომ მას ეკუთვნის ბოლო სიტყვა. შეიძლება ფემინისტი იყოთ და სულ არ თანხმდებოდეთ ამას, მაგრამ ეს არ დაანახოთ! ამას ყოველთვის უკურეაქცია მოსდევს, თუმცა გააჩნია შემთხვევასაც, ყველა ინდივიდუალურია.

სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია იგრძნონ თავი თავისუფლად და თამამად. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ და ამავდროულად ძალიან დაძაბავთ ურთიერთობას.

საკუთარ თავში დარწმუნებული – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად მას აქვს თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც. აგრძნობინეთ რომ ის მართავს, თუმცა არ უთხრათ რომ თქვენ ხართ კისერი და თქვენ აძლევთ ამის მიმართულებას.

მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, მოსაუბრე…მოკლედ რომ ვთქვათ მრავალფეროვანია არსება – ურთიერთობის ფსიქოლოგია დაფუძნებულია პირველ რიგში ერთმანეთის გაგებაზე, საერთო ინტერესების გაზიარებაზე. ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტიქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებლია შეინარჩუნოთ მრავალფეროვნების გარკვეული ხარისხი!

ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენს მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად მიეცით სივრცე ამისათვის, მათ თუ სურთ ყველაფერს გააკეთებენ თქვენთვის.

რაც შეეხებათ ქალებს, ქალები ძალიან ნაზი და სუსტი არსებები არიან. თუ მამაკაცის შემთხვევაში ეს უფრო ინსტიქტებში და სითამამეში გამოიხატება, ქალების შემთხვევაში აქ მთავარ როლს ემოცია განსაზღვრავს. რა სურთ ქალებს? ეს ის კითხვაა რომელზე პასუხის გაცემასაც ძალიან ბევრი შეეცადა, თუმცა

იგრძნონ თავი საჭიროდ – ქალისათვის აუცილებელია იგრძნოს თავი საჭიროდ მამაკაცის ცხოვრებაში. ის ძალიან ემოციურია, ეს ემოციები კი სიყვარულზე, საჭიროების განცდაზე და მისი როლის მნიშვნელობაზე გადის. მამაკაცებო! აგრძნობინეთ რომ ის თქვენთვის ერთადერთია, რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ და ის ძალიან საჭიროა თქვენი ცხოვრებისათვის!

იგრძნონ თავი დაცულად – ”როგორი ძლიერიც უნდა იყოს ქალი, ის თავისზე ძლიერ მამაკაცს ეძებს. და არა იმისთვის, რომ მან ქალს თავისუფლება შეუზღუდოს, არამედ იმიტომ, რომ მან მისცეს ქალს უფლება – იყოს სუსტი…” – ერიხ მარია რემარკი. ქალს სჭირდება იმის განცდა, რომ ის დაცულია, რომ მის გვერდით არიან და მასზე ზრუნავენ. ის პატარა ბავშვივითაა, რომელიც მფარველს ეძებს. მიეცით მას დაცულობის შეგრძნება.

ბედნიერება – მამაკაცების გონიათ, რომ ქალის ბედნიერება ამოუცნობი ფენომენია და იმდენად რთული, რომ მისი ახსნა შეუძებელია. სინამდვილეში კი ყველაფერი ძალიან დიდ სიმარტივეშია. ქალისათვის მთავარია უყვარდეთ და ზრუნავდნენ მის ღიმილზე, ბედნიერენაზე, სწორეს ეს არის მათი ბედნიერება! არ დაგავიწდეთ! აუცილებელია ყურადღება და მზრუნველობა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ACS: სიგარეტისა და ელექტროსიგარეტის ერთად მოწევა რეკომენდირებული არ არის
Next post საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი მაზნიაშვლის სახლ-მუზუმი მოინახულა