სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

Read Time:39 Second

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი მალხაზ
ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის
სოფლებში მოსახლეობას ხვდება.
შეხვედრებზე ადგილობრივებსა და კანდიდატს შორის საუბარი ძირითადად
სოფლად არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიმდინარეობს.
„საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე.
მოსახლეობას ჩვენს სამოქმედო გეგმას ვაცნობ და ასევე ვისმენ მათგან იმ
საკითხების შესახებ, რომელიც სოფელს სჭირდება რომ მოუგვარდეს. მომავალი 4
წლის განმავლობაში სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის  განვითარებისთვის
ვიმუშავებთ და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვიზრუნებთ,
რომ არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო
სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ
განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეძლებენ,“- განაცხადა მალხაზ
ბეგიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი  –  მალხაზ ბეგიაშვილი 26
წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჯარო
უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა.
შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღის მერობის კანდიდატად
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს
წარადგინა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: ყოველდღე ვასრულებთ სპეციალურ ლოცვებს საქართველოსა და მსოფლიოსთვის
Next post კახა ლაბუჩიძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა