ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

სიახლე- მოქალაქეებს სპეციალური აპლიკაციით საშუალება ექნებათ ინტერნეტის სიჩქარე აკონტროლონ

ინტერნეტის ხარისხის კონტროლის მიზნით კომპანიებმა აბონენტებთან ახალი ხელშეკრულებები ოთხ თვეში უნდა გააფორმონ. შესაბამისი დადგენილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მიიღო.

“კომისიის მიერ მიღებული დადგენილება, რომლის შემუშავებაში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული, ძალაში 15 აგვისტოდან შევა. მანამდე კი ყველა ინტერნეტ პროვაიდერს ოთხთვიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ აბონენტებთან დადებული ხელშეკრულებები დადგენილებასთან  შესაბამისობაში მოიყვანონ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს კომისია ინტერნეტის ხარისხის კონტროლს და 24-საათიან რეჟიმში შეამოწმებს, რამდენად იცავენ კომპანიები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და რამდენად ხარისხიან ინტერნეტს აწვდიან აბონენტებს“, – აღნიშნულია კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციაში.

ხარისხის კონტროლის დაწყების შემდეგ, აბონენტებს ექნებათ მექანიზმი, რომლის საშუალებითაც რეგულარულად გაზომავენ ინტერნეტის სიჩქარეს და ნახავენ რამდენად აკმაყოფილებს მასსა და პროვაიდერ კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინტერნეტის სიჩქარე რეალურ სიჩქარეს. ამის საშუალებას ის აპლიკაცია იძლევა, რომელიც კომისიის ვებგვერდზე ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

სისტემის ამუშავების შემდეგ, კომისია მომხმარებლის მომართვის გარეშე თავად დააკვირდება პროცესს და სადაც დარღვევას აღმოაჩენს, ოპერატორის მიმართ კანონით განსაზღვრულ სანქციებს გამოიყენებს. მათ შორის, გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, მათ გაეცემათ შესაბამისი პასუხი

საქართველოში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს და მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ, – ამის შესახებ დღეს მედიასთან თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილი სარჩელის თაობაზე საუბრისასგანაცხადა.მისი თქმით, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს მიმართავს – გიწვევთ ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას

პრემიერ-მინისტრო კობახიძე, საქართველოს მომავალი მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. იგივე ეხება ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფოს, – ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი სოციალურ ქსელში წერს.როგორც ელინა ვალტონენი პოსტში აღნიშნავს, იმისთვის, რომ ხალხმა შეძლოს ამ უფლების გამოყენება, მათ სჭირდებათ სიტყვის თავისუფლება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები პოლიტიკური ალტერნატივების არჩევის შესაძლებლობით.„ჰელსინკის დასკვნითი აქტი (1975): იღებენ ვალდებულებას, ხელი შეუწყონ და წაახალისონ ყველა ინდივიდისთვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების ეფექტური განხორციელება. ისინი ადასტურებენ, რომ ეს უფლებები და თავისუფლებები ადამიანის განუყოფელი ღირსებიდან გამომდინარეობს და აუცილებელია თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოებების განვითარებისთვის. ამ სულისკვეთებით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე და აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერიდან 50 წლისთავთან დაკავშირებით, მე გიწვევთ თქვენ, პრემიერ-მინისტრო კობახიძე, ფინეთში, შეხვდეთ თავისუფალ პრესას და დააკვირდეთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დემონსტრაციას.P.S. ბოდიშს გიხდით, რომ ჩვენი შეხვედრა თბილისში გადატვირთული გრაფიკის გამო გავაუქმე“, – წერს ელინა ვალტონენი. 

ზურაბ ქადაგიძე: საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ-მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში “დემოკრატიის უკან დახევა”?

"ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად", - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.მისივე თქმით, ამერიკაში უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური და მედიური სტრუქტურების კონტროლი ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევა, თუმცა, როცა იმავე საკითხზე საუბარი საქართველოში იწყება, ეს მაშინვე დემოკრატიის უკან დახევად ფასდება."ვენეციის კომისიამ საქართველოში FARA-ს ანალოგის გაკრიტიკებით ისევ დაადასტურა, რომ ორმაგი სტანდარტების პოლიტიკით მოქმედებს. ამერიკაში იგივე კანონი (Foreign Agents Registration Act) ითვლება დემოკრატიის ერთ-ერთ ფუნდამენტურ გარანტად - გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მექანიზმად. იქ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ღიად განაცხადონ ვის ინტერესებს ემსახურებიან, მაგრამ საქართველოში, იგივე მიდგომა უცებ "საფრთხედ" იქცევა, თითქოს თავისუფლებას ზღუდავდეს. საინტერესოა, რატომ არის უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკურ - მედიური სტრუქტურების კონტროლი ამერიკაში ნორმა, ხოლო საქართველოში - "დემოკრატიის უკან დახევა"? რატომ არის ამერიკაში კანონი გამჭვირვალობის სიმბოლო, ხოლო საქართველოში - საფრთხე? თურმე ამერიკა ამ ფედერალური აქტით სახელმწიფოს იცავს, ხოლო საქართველოს არ აქვს უფლება საზოგადოება დააზღვიოს გარე საფრთხეებისგან... იმიტომ, რომ - საქართველო უნდა დარჩეს ბუფერულ ზონად "დიფ სთეითის" ხელში, სადაც ათასი რჯულის აგენტი, პროვოკატორი და გავლენის რეზიდენტი, უკონტროლო დაფინანსებას მიიღებს, სხვადასხვა პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად", - წერს ქადაგიძე.

თბილისის აეროპორტში ერთ კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების გატანის ფაქტები აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეების  მიერ, საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის გავლის დროს, მებაჟე ოფიცრებმა ხელბარგის შემოწმების შედეგად, სამგზავრო ჩანთებში 1 კილოგრამზე მეტი, სხვადასხვა ზომის ოქროს ზოდები და მონეტები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 431 065 ლარი შეადგინა.საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

შალვა პაპუაშვილი – ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა, ყველამ მოისმინა კითხვა, გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა?...

ყველამ ყველაფერი იცოდა 4-მდეც, 4-შიც, ყველაზე კარგად კი 4-ის მერე იციან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც, პაპუაშვილის თქმით, კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია.„4-მდე ყველამ იცოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდა. 4-ში კი ყველა მისულმა მოისმინა კითხვა – გინდათ თუ არა ნეპალის მოწყობა, და ყველამ შესძახა – კი. წილი იყარა და ქვეყნის დამამხობელთა „გაუჩერებელი მდინარე“ თავისუფლების მოედნიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ასაღებად გადაედინა. შემდეგ იქნება სასახლის შტურმი, ცეცხლწაკიდებული ბარიკადები, გაპარული ლიდერები, 25 დაშავებული პოლიციელი და მათ გმირობაზე კისერწატეხილი გადატრიალება. ამ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ იმ რამდენიმე ათასი ადამიანიდან, ვინც 4-ში, ოთხ საათზე შეიკრიბა, არავინ არაფერს გამიჯვნია. არც ექიმი და არც ვექილი. ამ „ხალხის მდინარეში“ ერთი კაციც კი არ აღმოჩნდა, ვინც დინების საწინააღმდეგოდ გაცურავდა. ამ ვიდეოში სხვა ვერ, მაგრამ თავად ხომ ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და ადგილს. ამიტომ, ეს ვიდეო მათ პირად ისტორიას დარჩება, როგორც შეხსენება თითოეული იქ შეკრებილისთვის, რომ 4-ში, ოთხ საათზე საკუთარი ქვეყნის მომავალი ვერ დაამხვეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ბოლო სიახლეები