“სიამოვნებით შევხვდებოდი სალომე ზურაბიშვილს, თუ თვითონ მოინდომებს” – გიული ალასანია

Read Time:30 Second

“სიამოვნებით შევხვდებოდი სალომე ზურაბიშვილს, თუ თვითონ მოინდომებს”,  – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ განაცხადა.

გიული ალასანიას თქმით, მას აქვს იმედი, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებათან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეცვალოს.

“მართალი გითხრათ, ჩვენი პრეზიდენტის იმედიც მაქვს, საკმაოდ დამოუკიდებელი, მოაზროვნე ადამიანია. 

ჩვენ თვალწინ ხომ მოხდა ბევრი რამის შეცვლა, რატომ არ უნდა ვიქონიოთ იმედი? 

მე სიამოვნებით შევხვდებოდი თუ თვითონ მოინდომებს. მე მინდა, რომ ჩემი შვილი გადარჩეს. ეს ერთადერთი გზაა მისი ციხიდან გამოსვლის, მას სჭირდება პირველ რიგში, მკურნალობა, ისიც ითხოვს დაჟინებით და ბოლოს და ბოლოს მისი ჯანმრთელობა ითხოვს მის გაყვანას და ალბათ მიიღებენ ამ ყველაფერს მხედველობაში და რაღაც შედეგზე გავალთ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაკდონალდსი რუსეთში რესტორნებს ხურავს
Next post ელენე ხოშტარია: მადლობა პატრულს!