სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის ინტრონიზაცია მიმდინარეობს.
სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის ინტრონიზაციას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. სვეტიცხოველში იმყოფება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

